ერთი მხრივ შპს ”რკინიგზის ტელეკომსა” და მეორე მხრივ, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 15, 2008
მიღების თარიღი მაისი 08, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ”კომისია”) მიმართა შპს ”რკინიგზის ტელეკომმა” (2008 წლის 23 აპრილი №080423-2 წერილი) შპს ”ახალ ქსელებთან” და შპს ”ახტელთან” დავის განხილვის მოთხოვნით, რადგან შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მიერ მის მხარეს დარეკვისათვის დადგენილია დისკრიმინაციული საცალო ტარიფი.
შპს ”რკინიგზის ტელეკომი” აღნიშნავს, რომ წარმოადგენს 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებლ კომპანიას. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მას კომისიის მიერ მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 56XXXX და მისი ტექნილოგიური სპეციფიკაციის გათვალისიწინებით, მისი ქსელი არის ერთი მთლიანი. მის ქსელში ზარის დასრულების საბითუმო ტარიფი- 4 თეთრი, რომელსაც ადგენს შპს ”რკინიგზის ტელეკომი”, მოიცავს ქსელში ყველა წერტილში დასრულების საფასურს. შპს ”რკინიგზის ტელეკომი” აღნიშნავს, რომ მოპასუხე კომპანიების მიერ ინდექსზე - 56 განხორციელბულ ზარებზე დადგენილი აქვს საცალო საქალაქთაშორისო ტარიფი 12 თეთრის ოდენობით, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მის ქსელში ზარის დასრულების საბითუმო ტარიფი, მიუხადავად აბონენტის ადგილმდებარებისა, არ აღემატება 4 თეთრს. შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” აღნიშნული მოქმედება, მისი მოსაზრებით, იწვევს ”ტრაფიკის შეტრიალებას” და ხელოვნურად იზღუდება მისი ქსელის მიმართულებით შემომავალი ზარების ოდენობა.
შპს ”რკინიგზის ტელეკომი” აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მიერ, აღნიშნული სატარიფო ბარიერის შემოღების შემდგომ, ილახება მისი კომპანიის ინტერესები და მოითხოვს, კომისიის მიერ მოხდეს შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” დადგენილი ტარიფის შესწავლა, რადგან მისი მხრიდან საბითუმო ხარჯი არ გაზრდილა.
2008 წლის 8 მაისს, კომისიის სხდომაზე, შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” წარმოამდგენლის მიერ საპასუხო ინფორმაცია წარმოდგენილი არ ყოფილა.
კომისიამ, შეისწავლა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, განცხადებაში დასმული მოთხოვნები და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ საკითხი კომისიის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება და საჭიროა მისი განხილვა და არსებითი გადაწყვეტა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს, ერთი მხრივ შპს ”რკინიგზის ტელეკომსა” და მეორე მხრივ, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” შორის დავის განხილვა, 2008 წლის 23 მაისს, 16:00 საათზე;
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს (უ.სეთური).
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილება ძალაშია მხარეებისთვის მისი ჩაბარების დღიდან.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
წევრები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
გ. ფრუიძე
ს. ბრიტანჩუკი
