წვდომის მენიუ

სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 253 / 16

გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2008

მიღების თარიღი მაისი 08, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 1 აპრილს, განცხადებით (№8-15/391) მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”, შპს ”კავკასუს ონლაინთან” დავის განხილვის მოთხოვნით. განმცხადებელი მოითხოვს გაიზარდოს გაფართოებული ურთიერთჩართვის მიერთების სიმძლავრე ორ გიგაბიტ/წამამდე, რადგან განმცხადებლის მოსაზრებით, კომისიის მიერ დადგენილი შეერთების მინიმალური სიმძალავრე საკმარისი არ არის შპს ”კავკასუს ონლაინს” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ინტერნეტ ტრაფიკის  გაცვლისათვის.

წარმოდგენილი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2007 წლის 10 აგვისტოს №452/16 და 2007 წლის 17 აგვისტო №469/10 გადაწყვეტილებები. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”, წარმოდგენილი განცხადების ფაქტობრივ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ მისი ინტერნეტ მომსახურების მიმღები აბონენტების რაოდენობა 2007 წლის აგვისტოს შემდგომ მნიშვნელოვნად გაიზარდა და ჩართვის არსებული სიმძლავრე არ არის საკმარისი. აღნიშნული გარემოების დასტურად წარმოდგენილია სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შედგენილი  შეერთებისათვის გამოყენებული არხის დატვირთვის გრაფიკი.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადება დანართებითურთ, გადაეგზავნა შპს ”კავკასუს ონლაინს”  2008 წლის 8 აპრილის კომისიის წერილით (№02/615-08), დანართების სახით. კომისიის წერილით, მხარეს განესაზღვრა ვადა, მათი პოზიციის წარმოსადგენად, ასევე ეცნობა მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ. აღნიშნულმა კომპანიამ, 2008 წლის 11 აპრილს წარმოადგინა წერილი (№463), რომლითაც მოითხოვა სხდომის გადადება და დამატებითი ვადა მათი პოზიციის სრულყოფილად ჩამოსაყალიბებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 11 აპრილის კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სხდომის გადადების შესახებ, ასევე კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის” საჭირო ინტერნეტ-სიმძლავრეების დაზუსტების მიზნით, მონიტორინგის ჩატარება და კომისიისთვის დასკვნის წარმოდგენა.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ 2008 წლის 11 აპრილს წარმოდგენილი იქნა განცხადება №8-15/444, რომლითაც დაზუსტდა მოთხოვნა, ასევე წარმოდგენილ იქნა დამატებითი მოთხოვნა, კომისიის 2007 წლის 10 აგვისტოს №452/16 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის გამო, შპს ”კავკასუს ონლაინის” სანქცირების შესახებ.

ამავდროულად, წარმოდგენილ იქნა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ინფორმაცია მოქმედი DSL აბონენტების რაოდენობის შესახებ და ის მტკიცებულებები, რომელიც განმცხადებლის  მოსაზრებით ზემოაღნიშნულ გარემოებას ადასტურებენ. კერძოდ, ბოლო მონაცემები აბონენტების რაოდენობის შესახებ (8 125 ინტერენტ მომხმარებელი), გაწერილი IP მისამართების მიხედვით.

კომისიამ გაითვალისიწინა, რა აღნიშნული გარემოებები, კვლავ გადადო მოსამზადებელი სხდომა 8 მაისამდე, ხოლო მოდავე მხარის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებების ასლები გადაუგზავნა გასაცნობად მეორე მხარეს.

   კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2007 წლის 23 აპრილს წარმოდგენილ იქნა დასკვნა, ”სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” საჭირო ინტერნეტ სიმძლავრის შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ გამოყოფის შესახებ”, რომლის შესაბამისად, იმ გარემოების გათვალსიწინებით, რომ სატელეფონო ხმოვანი ტრაფიკების დატვირთვა და ინტერნეტ ტრაფიკის დატვირთვა იზომება იდენტურად, დასკვნაში ინტერნეტ ტრაფიკის ანალიზისას გამოყენებულია თანაფარდობა 1/6-თან. აღნიშნული პრინციპის გამოყენებით, დატვირთვა თითოეულ აბონენტზე დაახლოებით 1.2 მეგაბიტ/წამს უტოლდება. წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელ კომაპანიას ეყოლება 40 000 აბონენტი, 9 გიგაბიტ/წამიანი მიერთების პირობებში, სიჩქარე არ იქნება 1.35 მაგაბიტ/წამზე ნაკლები, თითოეულ აბონენტზე გაანგარიშებით. წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, 5000 აბონენტის პირობებში  ჩართვის სიმძლავრე სრულიად საკმარისია.

   კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 8 მაისს კომისიაში ჩატარდა  მოსამზადებელი სხდომა, რომელსაც ესწრებოდა ორივე მოდავე კომპანიის წარმომადგენელი, რომლებმაც  გამოთქვეს სურვილი, რომ მათ შორის არსებული დავა დასრულდეს  მხარეთა მორიგებით.

კომისია აღნიშნავს, რომ  მხარეების მიერ კომისიაში წარმოდგენილი არ არის გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ასლი. შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ რაიმე კონტრარგუმენტი ან/და მტკიცებულება, კომისიის სხდომაზე, წარმოდგენილი არ ყოფილა.

კომისიამ, შეისწავლა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, განცხადებაში დასმული მოთხოვნები და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ საკითხი კომისიის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება და საჭიროა მისი განხილვა და არსებითი გადაწყვეტა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაინიშნოს, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” და შპს ”კავკასუს ონლაინს”  შორის დავის არსებითი  განხილვა 2008 წლის 16 მაისს, 16:00 საათზე;

2.  დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს (უ.სეთური).

3.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).

4.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილება ძალაშია მხარეებისთვის  მისი ჩაბარების დღიდან.

კომისიის თავმჯდომარე                                                          გ. არველაძე                            

 წევრები:                                                                                  კ. კვიტაიშვილი

                                                                                                ზ. ნონიკაშვილი

                                                                                                 გ. ფრუიძე

                                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები