წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 27 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 255 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2008

მიღების თარიღი მაისი 08, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 08 მაისის N 27 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. დამატებით შეტანილ იქნეს  N 27 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში  4 (ოთხი) საკითხი:

ა) შპს ”ფიუჩერკომ ინვესტი”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმისა და   რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 2008 წლის 4 აპრილს ჩატარებული აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ(მომხს. ნ.ნიჟარაძე);

ბ) ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის 8-0-4-4 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე):

გ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ტომას ჰუბერტისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე);

დ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ გიორგი ციმბალისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე).

2.  დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 08 მაისის N 27 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

  კომისიის თავმჯდომარე                                                       გ. არველაძე           

                  კომისიის წევრი                                                       ს. ბრიტანჩუკი                                                

                  კომისიის წევრი                                                        ზ. ნონიკაშვილი      

                 კომისიის წევრი                                                         გ. ფრუიძე        

                 კომისიის წევრი                                                         კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები