წვდომის მენიუ

საქართველოს ეროვნული ბანკისთვის სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 25 მაისის № 265/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 257 / 19

გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2008

მიღების თარიღი მაისი 08, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომისიას მიმართა განცხადებით (№7/145-08; 14.04.08)  156.475 მჰც, 156.675 მჰც, 161.475 მჰც და 161.675 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული იყო კომისიის 2007 წლის  25 მაისის  № 265/13  გადაწყვეტილებით.

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.   გაუქმებულ იქნას საქართველოს ეროვნული ბანკისთვის 156.475 მჰც, 156.675 მჰც, 161.475 მჰც და 161.675 მჰც სიხშირეების მინიჭება, ხოლო  კომისიის 2007 წლის  25 მაისის № 265/13 გადაწყვეტილება ცნობილ  იქნას  ძალადაკარგულად;

2.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის  ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                               გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი         

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები