წვდომის მენიუ

შპს ”დაცვისა და უსაფრთხოების ელიტარული სამსახური-გისსონისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 261 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2008

მიღების თარიღი მაისი 08, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”დაცვისა და უსაფრთხოების ელიტარულმა სამსახურმა-გისსონმა” (რეგისტრირებული  ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. №205169020) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/151-08; 15.04.08) ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის და ქ. ბათუმის ტერიტორიებზე (დაცვითი საქმიანობისთვის) მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”დაცვისა და უსაფრთხოების ელიტარულ სამსახურს-გისსონს” ერთი წლის ვადით 150.600 მჰც, 151.400 მჰც, 152.250 მჰც, 156.200 მჰც, 156.650 მჰც, 157.600 მჰც, 414.350 მჰც, 414.550 მჰც, 414.650 მჰც, 419.450 მჰც, 419.650 მჰც, 419.850 მჰც სიხშირეები ქ. თბილისის ტერიტორიაზე  და 152.275 მჰც, 153.550 მჰც, 158.175 მჰც, 158.950 მჰც, 414.350 მჰც, 414.550 მჰც, 419.450 მჰც და 419.650 მჰც სიხშირეები ქ. ქუთაისის და ქ. ბათუმის ტერიტორიებზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს ”დაცვისა და უსაფრთხოების ელიტარული სამსახური-გისსონისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”დაცვისა და უსაფრთხოების ელიტარული სამსახური-გისსონისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”დაცვისა და უსაფრთხოების ელიტარული სამსახური-გისსონისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები