შპს ”ფიუჩერკომ ინვესტი”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 2008 წლის 4 აპრილს ჩატარებული აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 15, 2008
მიღების თარიღი მაისი 08, 2008
აღნიშნული გადაწყვეტილებით “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად შპს ”ფიუჩერკომ ინვესტს” განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 1,145,444.41 (ერთი მილიონ ას ორმოცდახუთი ათას ოთხას ორმოცდაოთხი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 186,251.00 (ას ოთხმოცდაექვსი ათას ორას ორმოცდათერთმეტი) ლარი ანუ 959,193.41 (ცხრაას ორმოცდაცხრამეტი ათას ას ოთხმოცდაცამეტი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება 2008 წლის 4 მაისამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ფიუჩერკომ ინვესტი”-ს მიერ ერთი თვის ვადაში, 2008 წლის 4 მაისამდე, არ იქნა გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%. “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად: ”ერთი თვის ვადაში რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება ბე-ს სახით გადახდილი თანხა.” ამავე დროს, დებულების მე-5 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, თუ კომისიამ ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული გარემოებისას მიიღო გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და აუქციონში ერთზე მეტი პირი მონაწილეობდა, კომისია იღებს გადაწყვეტილებას აუქციონში მონაწილე იმ პირის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ, რომელსაც კომისიის ანგარიშიდან გატანილი არ აქვს ბე-ს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 10%) და რომელსაც აუქციონის მიმდინარეობისას დაფიქსირებული აქვს აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადებული პირის მიერ დაფიქსირებულ თანხაზე შედარებით ნაკლები, მაგრამ სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტი თანხა. მის მიერ დაფიქსირებულ თანხასა და აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადებული პირის მიერ დაფიქსირებულ თანხას შორის სხვაობა არ უნდა იყოს 2 ბიჯზე მეტი.”
კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 4 აპრილს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში შპს ”ფიუჩერკომ ინვესტი”-ს გარდა მონაწილეობას იღებდა შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია”. აუქციონის მსვლელობისას შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია”-ს მიერ ბოლოს დაფიქსირებული იქნა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 20 (ოცი) ბიჯი ანუ -3,725,022.03 (სამი მილიონ შვიდას ოცდახუთი ათას ოცდაორი ლარი და სამი თეთრი), ხოლო შპს ”ფიუჩერკომ ინვესტი”-ს მიერ ბოლოს დაფიქსირებულ იქნა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 21 (ოცდაერთი) ბიჯი, ანუ - 3,818,148.03 (სამი მილიონ რვაას თვრამეტი ათას ას ორმოცდარვა ლარი და სამი თეთრი) ლარი. შესაბამისად, შპს ”ფიუჩერკომ ინვესტსა” და შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯიას” მიერ აუქციონზე დაფიქსირებულ თანხებს შორის სხვაობა არ აღემატება 2 ბიჯს. შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია”-ს მიერ ასევე არ არის გატანილი კომისიის ანგარიშიდან ბე-ს სახით გადახდილი თანხა - 186,250.20 (ას ოთხმოცდაექვსი ათას ორას ორმოცდაათი ლარი და ოცი თეთრი). შესაბამისად შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია” აკმაყოფილებს იმ პირობებს რაც გათვალისწინებულია “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-13 პუნქტით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2008 წლის 8 მაისის სხდომაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯიას” წერილი (08.05.2008 №6/904-08), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია” უარს აცხადებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის აღებაზე და ითხოვს კომისიის ანგარიშზე ბე-ს სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, წერილში მითითებული საბანკო რეკვიზიტებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უარი უნდა ეთქვას შპს ”ფიუჩერკომ ინვესტს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 2008 წლის 4 აპრილს ჩატარებულ აუქციონი უნდა გამოცხადდეს ჩაშლილად, გამომდინარე იქიდან, რომ აუქციონის მეორე მონაწილემ - შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია”, უარი განაცხადა აუქციონის მსვლელობისას მის მიერ ბოლოს დაფიქსირებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 20 (ოცი) ბიჯის ანუ - 3,725,022.03 (სამი მილიონ შვიდას ოცდახუთი ათას ოცდაორი ლარი და სამი თეთრი) გადახდაზე.
“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის და მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას შპს ”ფიუჩერკომ ინვესტს”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე;
2. ჩაშლილად გამოცხადდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 2008 წლის 4 აპრილს ჩატარებული აუქციონი;
3. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში მონაწილეობის მისაღებად შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯიას” მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის - 186,250.20 (ას ოთხმოცდაექვსი ათას ორას ორმოცდაათი ლარი და ოცი თეთრი) ლარის, საბანკო ხარჯების გამოკლებით, კომპანიისთვის დაბრუნება 10 სამუშაო დღის ვადაში.
4. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ.ყურაშვილი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
ს.ბრიტანჩუკი
