საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 30 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 28, 2008
მიღების თარიღი მაისი 16, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 16 მაისის N 30 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17, მე-18 და მე-19 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის №30 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხის (შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ) განხილვა მ/წლის 30 მაისის კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში, ხოლო მე-3 საკითხის (სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ - ფოპტნეტს” შორის დავის განხილვის შესახებ) განხილვა კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მონიტორინგის ჩატარებისა და დასკვნის წარმოგენამდე;
2. დამატებით შეტანილ იქნეს N 30 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 2 (ორი) საკითხი:
ა) შპს ”ალანიასთვის” ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ი. მახარაძე);
ბ) კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. ი. მახარაძე);
2. დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 16 მაისის N 30 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
