წვდომის მენიუ

შპს ”ალანია”-სთვის კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 276 / 1

გამოქვეყნების თარიღი მაისი 20, 2008

მიღების თარიღი მაისი 16, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ ”კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2008 წლის 14 მარტის N 142/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში, 2008  წლის 16 მაისის N 269/10 გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”ალანია”.

კომისია აღნიშნავს, რომ “კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“  კომისიის 2008  წლის 16 მაისის N 269/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ”ალანია”-ს მიერ გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის  30% - 15844.40 (თხუთმეტი ათას რვაას ორმოცდაოთხი ლარი და 40 თეთრი) ლარი, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის წინასწარ გადახდილი 10%-ის – 5282 (ხუთი ათას ორას ოთხმოცდაორი ლარი) ლარის გამოკლებით, 10562.40 (ათი ათას ხუთას სამოცდაორი ლარი და 40 თეთრი) ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, რის თაობაზეც შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიაში წარმოდგენილი იქნა 2008 წლის 16 მაისს (წერილი N 6/968-08).

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე, 38-ე და 43-ე მუხლებისა და კომისიის  2008  წლის 16 მაისის N 269/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით

 გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”ალანია”-ს კერძო მაუწყებლობის N B100 ლიცენზია, ერთი გადამცემის გამოყენებით ქ. თბილისში, 10 წლის ვადით;

2.  ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

     ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

3. მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა ერთი გადამცემი სადგურის (თბილისი, სატელევიზიო ანძა) მომსახურების ზონა, ხოლო  ტექნიკური პარამეტრებია:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

TV არხი

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივების დიაგრამა

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

ანძის განლაგების

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის გაძლიერ. კოეფიც.

არაუმეტეს (დბ)

ანტენის განთავსების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

თბილისი

სატელევიზიო ანძა

35

H

წრიული

2000

N 41°41 44\\\"

E 044°47 09\\\"

6.0

85 ±15

4.  შპს ”ალანია” ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობისი სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არის ასახული, მათ შორის განახორციელოს მის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია;

თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

მ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ნ) წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის  პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

ო) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

5. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები - სალიცენზიო პირობები გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული  ლიცენზიით;

6. უზრუნველყოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყება ლიცენზიის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში;

7. უზრუნველყოს სატელევიზიო სიგნალის ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 90%-სათვის “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  მე-40 და 76-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;

8. უზრუნველყოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;

9.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 36967.60 (ოცდათექვსმეტი ათას ცხრაას სამოცდაშვიდი ლარი და 60 თეთრი) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში, შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის  მიხედვით:

მიმღები

ხაზინის ერთიანი ანგარიში

ანგარიშის N

200122900

ბანკი

სახელმწიფო ხაზინა

კოდი

220101222

სახაზინო ქვეანგარიში

300773062

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

3080,60 ლარი -  2008 წლის 16 ივნისამდე

3080,60 ლარი -  2008 წლის 16 ივლისამდე;

3080,60 ლარი -  2008 წლის 16 აგვისტომდე;

3080,60  ლარი -  2008 წლის 16 სექტემბრამდე;

3080,60 ლარი -  2008 წლის 16 ოქტომბრამდე;

3080,60  ლარი -  2008 წლის 16 ნოემბრამდე;

3080,60  ლარი -  2008 წლის 16 დეკემბრამდე;

3080,60 ლარი -  2009 წლის 16 იანვრამდე;

3080,60 ლარი -  2009 წლის 16 თებერვლამდე;

3080,60 ლარი -  2009 წლის 16 მარტამდე;.

3080,60 ლარი -  2009 წლის 16 აპრილამდე;

3081,00 ლარი -  2009 წლის 16 მაისამდე.

10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) აცნობოს  შპს ”ალანია”-ს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (ნ. ჯავახიძე);

ბ)  გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);

გ)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (დ. კიკნაძე).

11. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს:

ა)  “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება, ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში  გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. აროშიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ი. მახარაძე).

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

14. გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარისათვის მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან.

კომისიის თავმჯდომარე                                                                  გ. არველაძე 

კომისიის წევრები                                                                            

ზ. ნონიკაშვილი 

ს. ბრიტანჩუკი

გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები