წვდომის მენიუ

შპს ”ავტოლუქსისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 277 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 28, 2008

მიღების თარიღი მაისი 16, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ავტოლუქსმა” (რეგისტრირებული  ქ. თბილისის ისანი-სამგორის რ-ლი სასამართლოს მიერ №7/4-2831, ს.კ. №206163854) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/164-08; 29.04.08)  ქ.თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (ტაქსებით მომსახურეობისთვის) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში  ოთხი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

   “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”ავტოლუქსს” ერთი წლის ვადით  155.450 მჰც, 157.825 მჰც, 160.750 მჰც და 162.875 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს ”ავტოლუქსისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ავტოლუქსისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ავტოლუქსისთვის” ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი         

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები