წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 32 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 280 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 05, 2008

მიღების თარიღი მაისი 23, 2008

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 23 მაისის N 32 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. დამატებით შეტანილ იქნეს  N 32 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 1 (ერთი) საკითხი:

ა) შპს ”ალექს დეველოპმენტ ჯორჯია”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

2.  დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 23 მაისის N 32 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

  კომისიის თავმჯდომარე                                                       გ. არველაძე           

                  კომისიის წევრი                                                       ს. ბრიტანჩუკი                                              

                  კომისიის წევრი                                                        ზ. ნონიკაშვილი      

                კომისიის წევრი                                                         გ. ფრუიძე                             

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები