სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 10, 2008
მიღების თარიღი მაისი 23, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში კომისია) აღნიშნავს, რომ სსიპ ”საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” კომისიას მიმართა განცხადებით (№1913/01,01.05.08), საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, 7გჰც დიაპაზონში ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე პერიოდიდან მოყოლებული ამჟამად გამოყენებული რადიოსარელეო სადგურების და 4 გჰც დიაპაზონში მობილური რადიოსარელეო სადგურების გამოსაყენებლად, სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ ნახევრად სტაციონარული რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე და ამჟამადაც გამოყენებული სიხშირეები 7570±14მჰც, 7610±14მჰც, 7650±14მჰც, 7690±14მჰც, და 8520±14მჰც, თითოეული ზოლის სიგანით 28მჰც, გათვალისწინებულია ქ. თბილისში, ქ.გორში, ქ.ქუთაისში, ქ.ზუგდიდში, ქ.სენაკში, ქ.ფოთში და ქ.ბათუმში გამოსაყენებლად ამ გადაწყვეტილების დანართში განსაზღვრული პირობებით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” 4 გჰც დიაპაზონში ახალი სიხშირეების გამოყოფა, 2.2გჰც ÷ 2.4გჰც დიაპაზონში საკომუნიკაციო ახალი ტექნოლოგიების დანერგვით და ამ დიაპაზონში სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებელის” მიერ ადრე გამოყენებული სიხშირეების ჩანაცვლების საჭიროებით არის განპირობებული.
სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” 4 გჰც დიაპაზონში შერჩეულ იქნა სიხშირეები: 4751მჰც±14მჰც; 4779მჰც±14მჰც; 4807მჰც±14მჰც და 4835მჰც±14მჰც, თითოეული ზოლის სიგანით 28მჰც, მობილური რადიოსარელეო სადგურების ქ.თბილისში, ქ.გორში, ქ.ქუთაისში, ქ.ზუგდიდში, ქ.სენაკში, ქ.ფოთში და ქ.ბათუმში გამოსაყენებლად, რაც არ აღემატება აღნიშნული დანიშნულებით სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე გამოყენებული სიხშირეების რაოდენობას.
სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის და 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სსიპ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” სიხშირეები: 4751მჰც±14მჰც; 4779მჰც±14მჰც; 4807მჰც±14მჰც და 4835მჰც±14მჰც, თითოეული ზოლის სიგანით 28მჰც, ქ.თბილისში, ქ.გორში, ქ.ქუთაისში, ქ.ზუგდიდში, ქ.სენაკში, ქ.ფოთში და ქ.ბათუმში მობილური რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, 10 წლის ვადით (ვადა 23.05.2018);
2. მიენიჭოს სსიპ ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” სიხშირეები: 7570±14მჰც, 7610±14მჰც, 7650±14მჰც, 7690±14მჰც და 8520±14მჰც, თითოეული ზოლის სიგანით 28მჰც, ქ. თბილისში, ქ.გორში, ქ.ქუთაისში, ქ.ზუგდიდში, ქ.სენაკში, ქ.ფოთში და ქ.ბათუმში ნახევრად სტაციონარული რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ამ გადაწყვეტილების დანართში განსაზღვრული პირობებით, 10 წლის ვადით (ვადა 23.05.2018);
3. აღირიცხოს სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2008 წლის 23 მაისის № 285/13 გადაწყვეტილების
დანართი:
|
№ |
ცენტრ.სიხშ. (მჰც) თითოეული ზოლის სიგანით (±14მჰც) |
”N” - ით აღნიშნულ ქალაქებში სიხშირის გამოყენება არ არის რეკომენდირებული | ||||||
|
თბილისი |
გორი |
ქუთაისი |
ბათუმი |
ფოთი |
ზუგდიდი |
სენაკი | ||
|
1 |
7570
|
N |
|
|
|
|
N |
N |
|
2 |
7610
|
|
|
N |
N |
|
N |
N |
|
3 |
7650
|
N |
|
N |
|
N |
|
N |
|
4 |
7690
|
|
|
N |
N |
|
|
|
|
5 |
8520
|
|
|
|
|
|
|
|
