წვდომის მენიუ

სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისთვის (საქართველო) სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 29 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 22, 2008

მიღების თარიღი იანვარი 18, 2008

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედმა (საქართველო) (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული  სასამართლოს 2003  წლის 27 აგვისტოს N 5ა/8-149 დადგენილებით) კომისიას მიმართა  განცხადებით (№ BP/OUT/0312/07; 24.12.07.) საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მშენებარე მილსადენის ტრასის მიმდაბარე ტერიტორიაზე, რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის  დეციმეტრულ ტალღათა  დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები გათვალისწინებულია მომსახურე პერსონალს შორის ოპერატიული რადიოკავშირების განსახორცილებლად და გამოყენებული იქნება საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედს (საქართველო) 408.500 მჰც და 415.300 მჰც სიხშირეები, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.    აღირიცხოს სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისთვის (საქართველო)  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისთვის (საქართველო)  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                             გ. არველაძე

          კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები