შპს ”ბრითიშ მიდლენდ ეარვეიზ ლიმითედის” წარმომადგენლობისთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 05, 2008
მიღების თარიღი მაისი 23, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ბრითიშ მიდლენდ ეარვეიზ ლიმითედის” წარმომადგენლობამ საქართველოში (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ ს.კ. № 204535976) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/166-08; 30.04.08) ქ. თბილისში (აეროპორტის ტერიტორიაზე) მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”ბრითიშ მიდლენდ ეარვეიზ ლიმითედის” წარმომადგენლობას საქართველოში ერთი წლის ვადით 131.700 მჰც და 449.100 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს შპს ”ბრითიშ მიდლენდ ეარვეიზ ლიმითედის” წარმომადგენლობისთვის საქართველოში მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ბრითიშ მიდლენდ ეარვეიზ ლიმითედის” წარმომადგენლობისთვის საქართველოში სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ბრითიშ მიდლენდ ეარვეიზ ლიმითედის” წარმომადგენლობისთვის საქართველოში ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
