წვდომის მენიუ

შპს ”ალექს დეველოპმენტ ჯორჯია” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 292 / 1

გამოქვეყნების თარიღი მაისი 27, 2008

მიღების თარიღი მაისი 23, 2008

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 16 მაისის №268/8  გადაწყვეტილებით ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-5-2 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად  გამოცხადდა შპს ”ალექს დეველოპმენტ ჯორჯია”.

კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით შპს ”ალექს დეველოპმენტ ჯორჯია”-ს „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (27,500.00 - ოცდაშვიდი ათას ხუთასი ლარი) 30%-ს  8,250.00 – (რვა ათას ორას ორმოცდაათი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარი ანუ 5,750.00 (ხუთი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ერთი თვის ვადაში გადახდის ვალდებულება  - 2008 წლის 16 ივნისამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ალექს დეველოპმენტ ჯორჯია”-ს მიერ ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 5,750.00 (ხუთი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”ალექს დეველოპმენტ ჯორჯია”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N113 ლიცენზია  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-5-2 (რვა-ხუთი-ორი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 23 მაისამდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (27,500.00 - ოცდაშვიდი ათას ხუთასი ლარი)  დარჩენილი 70%-ის (19,250.00 - ცხრამეტი ათას ორას ორმოცდაათი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (19,250.00 - ცხრამეტი ათას ორას ორმოცდაათი ლარი)  გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

1604.17 ლარი    -   2008 წლის 23 ივნისამდე;

1604.17 ლარი    -   2008 წლის 23 ივლისამდე;

1604.17 ლარი    -   2008 წლის 23 აგვისტომდე;

1604.17 ლარი    -   2008 წლის 23 სექტემბრამდე;

1604.17 ლარი    -   2008 წლის 23 ოქტომბრამდე;

1604.17 ლარი    -   2008 წლის 23 ნოემბრამდე;

1604.17 ლარი    -   2008 წლის 23 დეკემბრამდე;

1604.17 ლარი    -   2009 წლის 23 იანვრამდე;

1604.17 ლარი    -   2009 წლის 23 თებერვლამდე;

1604.17 ლარი    -   2009 წლის 23 მარტამდე;

1604.17 ლარი    -   2009 წლის 23 აპრილამდე;

1604.13 ლარი    -   2009 წლის 23 მაისამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ალექს დეველოპმენტ ჯორჯია”-სთვის ჩაბარების დღიდან;

7.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

            კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

                         კომისიის წევრები                                        ზ.ნონიკაშვილი

                                                                                                გ.ფრუიძე

                                                                                                ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები