შპს “ტელეკომპანია საქართველოსთვის” რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 10, 2008
მიღების თარიღი მაისი 30, 2008
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ტელეკომპანია საქართველო” ლიცენზიების პირობების შესაბამისად, ახორციელებს სატელევიზიო მაუწყებლობას ქალაქებში თბილისი (ლიცენზია №B21, მოქმედების ვადა 11.09.2012), გორი, ქუთაისი, საჩხერე, სენაკი (ლიცენზია №B91, მოქმედების ვადა 02.08.2017) და ბათუმი (ლიცენზია №B99, მოქმედების ვადა 28.03.2018).
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ტელეკომპანია საქართველოსთან” შეთანხმებით (№0/191, 20.05.08), კომისიამ შეარჩია სიხშირეები ფიქსირებული და მობილური რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის.
ქ.თბილისში სტუდიიდან (ვაჟა-ფშაველას №45) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე ფიქსირებული რადიოსარელეო სადგურის მეშვეობით ტელესამაუწყებლო სიგნალის ერთი მიმართულებით მისაწოდებლად შპს “ტელეკომპანია საქართველოსთვის” შეირჩა რადიოსიხშირე 18662მჰც ± 13.75მჰც (ზოლოს სიგანე 27.5მჰც).
ქალაქებიდან თბილისი, გორი, ქუთაისი, საჩხერე, სენაკი და ბათუმი პირდაპირი ჩართვების განსახორციელებლად მობილური რადიოსარელეო სისტემის ფუნქციონირებისთვის, შეირჩა რადიოსიხშირე 4920მჰც ± 14 მჰც, (ზოლოს სიგანე 28მჰც).
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “ტელეკომპანია საქართველოს” რადიოსიხშირე 18662მჰც ± 13.75მჰც, ზოლის სიგანით 27.5მჰც, ფიქსირებული რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონრებისთვის ქ.თბილისში მონაკვეთზე, სტუდია (ვაჟაფშაველას №45) - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა, ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 11.09.2012);
2. მიენიჭოს შპს “ტელეკომპანია საქართველოს” რადიოსიხშირე 4920მჰც ± 14 მჰც, (ზოლის სიგანე 28მჰც), ქალაქებიდან თბილისი, გორი, ქუთაისი, საჩხერე, სენაკი და ბათუმი, პირდაპირი ჩართვების განსახორციელებლად მობილური რადიოსარელეო სისტემის ფუნქციონირებისთვის, ლიცენზიის მოქმედების ვადით (მოქმედების ვადა 28.03.2018);
3. აღირიცხოს შპს ”ტელეკომპანია საქართველოსთვის” მინიჭებული სიხშირები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ტელეკომპანია საქართველოსთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელეკომპანია ”საქართველოსთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
