შპს „აკვადუკისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 10, 2008
მიღების თარიღი მაისი 30, 2008
სიხშირე 916.3მჰც ± 1მჰც, გათვალისწინებულია, საქართველოს ტერიტორიაზე ინდივიდუალური მოხმარების ელექტრონული წყალმზომების ფუნქციონირებისთვის და გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „აკვადუკს” სიხშირე 916.3მჰც ± 1მჰც, გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 50 მილივატისა, საქართველოს ტერიტორიაზე ინდივიდუალური მოხმარების ელექტრონული წყალმზომების ფუნქციონირებისთვის მეორადი გამოყენების უფლებით, ერთი წლის ვადით (ვადა 2009 წლის 30 მაისი);
2. შპს „აკვადუკმა” გაითვალისწინოს მინიჭებული სიხშირის გამოყენების დროს, რომ ITU-ს რადიორეგლამენტის შესაბამისად, მეორადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებმა არ უნდა შეუქმნან ხელშეშლები პირველადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. ამასთან ერთად არ შეიძლება მოითხოვონ იმ ხელშეშლებისგან დაცვა, რაც გამოწვეულია პირველადი გამოყენების უფლებით მოქმედი სამსახურების მხრიდან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები;
3. აღირიცხოს შპს „აკვადუკისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძეს);
4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „აკვადუკისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „აკვადუკისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
