საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 11, 2008
მიღების თარიღი მაისი 30, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,
გადაწყვიტა:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნილი კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში შევიდეს ცვლილებები:
ა) № 2 დანართის მე-3 პუნქტის 3.6 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”3.6. კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე - 1 - 10 – 10”;
ბ) ხელფასის განაკვეთის ჯამი განისაზღვროს 12,400.00-თ, ხოლო ხელფასის საერთო ჯამი - 23.900.00-ით.
გ) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტის ჯამი განისაზღვროს 810.00-ით, ხოლო კოეფიციენტების საერთო ჯამი - 1.430.00-ით.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2008 წლის 2 ივნისიდან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 1ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
