წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 34 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 308 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 12, 2008

მიღების თარიღი ივნისი 06, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 06 ივნისის N 34 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. დამატებით შეტანილ იქნეს  N 34 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში  3 (სამი) საკითხი:

ა) შპს ”ჯეოსელისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე);

ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა).

გ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 23 მაისის №281/16 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს.კ. ყურაშვილი)

2.  დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 06 ივნისის N 34 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

                  კომისიის წევრი                                                         ს. ბრიტანჩუკი                                               

                   კომისიის წევრი                                                          ზ. ნონიკაშვილი    

                   კომისიის წევრი                                                           გ. ფრუიძე     

                   კომისიის წევრი                                                           კ. კვიტაიშვილი                                                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები