წვდომის მენიუ

“რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 24 აპრილის №231/8 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 309 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 11, 2008

მიღების თარიღი ივნისი 06, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს,  რომ 2008 წლის 24 აპრილის №231/8 გადაწყვეტილებით, შპს ”მაკროინტელექტი”-ს განცხადების საფუძველზე, გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

 ა) - სიხშირული დიაპაზონი: 243.25მჰც - 323.25 მჰც;

    - სიხშირული ზოლი - 80 მჰც;

    - გადამცემის სიმძლავრე - არაუმეტეს 20 ვატისა;

    - გადამცემების რაოდენობა - 1 (ერთი) გადამცემი;

    - ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა - ქ.თბილისი;

ბ) რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა -  167,832.00 (ას სამოცდაშვიდი ათას რვაას ოცდათორმეტი) ლარი;

გ) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ვადად განისაზღვრა 2008 წლის 23 მაისის 17:00, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღად - 2008 წლის 13 ივნისის 15:00  საათი;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაკროინტელექტს”, რომლის განცხადების საფუძველზეც გამოცხადდა ზემოაღნიშნული აუქციონი, არ წარმოუდგენია განაცხადი აუქციონში მონაწილეობის მისაღებად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (საიდუმლო) მიმართა საქართველოს შეიარაღებული  ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტმა  243.25მჰც - 323.25 მჰც სიხშირულ დიაპაზონში სახელმწიფო თავდაცვითი მიზნებისთვის სიხშირეებით სარგებლობასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სიხშირეები მდებარეობს კომისიის მიერ 2008 წლის 24 აპრილის №231/8 გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონით გათვალისწინებული სიხშირული დიაპაზონის ფარგლებში.

კომისიას მიაჩნია, რომ სახელმწიფო თავდაცვითი ინტერესებიდან გამომდინარე,  ”რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ” კომისიის 2008 წლის 24 აპრილის №231/8 გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად, ვინაიდან სახეზეა ისეთი ახლად გამოვლენილი გარემოება, კერძოდ საქართველოს შეიარაღებული  ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტის მომართვა საიდუმლო წერილით, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული სააუქციონოდ გამოტანილი სიხშირეებით სარგებლობასთან და 2008 წლის 24 აპრილის №231/8 გადაწყვეტილების მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს თავდაცვით ინტერესებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ   ადმინისტრაციულ ორგანოს” ამავე დროს, კომისიას მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ე) ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევა, როცა ადმინისტრაციული ორგანო, ამ შემთხვევაში კომისია, აუფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი  - კომისიის  2008 წლის 24 აპრილის №231/8 გადაწყვეტილება.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები წარმოდგენილ ჰქონდა შემდეგ კომპანიებს:

1. შპს ”მაგთიკომი”;

2. შპს ”პირველი სტერეო”;

3. სს ”გლობალ ერთი”;

4. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”;

ზემოაღნიშნულ კომპანიებს აუქციონის პირობების შესაბამისად, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული აქვთ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10% (ბე), ხოლო საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში სალიცენზიო მოსაკრებელი 1000 (ერთი ათასი) ლარი. კომპანიების ინტერესების დაცვისა და მათთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, კომისიას მიაჩნია, რომ მათ უკან უნდა დაუბრუნდეთ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10% (ბე) და ამავე დროს, ეთხოვოს სახელმწიფო ხაზინას სალიცენზიო მოსაკრებლის სახით გადახდილი 1000 (ერთი ათასი) ლარის უკან დაბრუნება შპს ”მაგთიკომი”-ს, შპს ”პირველი სტერეოს”, სს ”გლობალ ერთი”-სა და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის”.

კომისია ამასთან აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ კომპანიებს არ ერთმევათ უფლება მოითხოვონ 243.25მჰც - 323.25 მჰც  სიხშირული დიაპაზონში აუქციონის გამოცხადება, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ მათ  აღარ  შეელახებათ ძალადაკარგულად გამოსაცხადებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ არსებული კანონიერი ნდობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს დაინტერესებული მხარისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ზიანის მიყენების საფრთხე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274-ე და 30-ე მუხლების 61-ე მუხლის მე-2  ნაწილის  ე)  ქვეპუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N42,21.01.1997) დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.20 პუნქტის,   “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად    

გადაწყვიტა:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ”რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ” კომისიის 2008 წლის 24 აპრილის №231/8 გადაწყვეტილება.

2. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე) შპს ”მაგთიკომი”-ს, შპს ”პირველი სტერეოს”, სს ”გლობალ ერთი”-სა და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიის ანგარიშზე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ბეს სახით გადახდილი 10% სრულად  უკან დაბრუნება.

3. ეთხოვოს სახელმწიფო ხაზინას სალიცენზიო მოსაკრებლის სახით გადახდილი 1000 (ერთი ათასი) ლარის უკან დაბრუნება შპს ”მაგთიკომი”-ს, შპს ”პირველი სტერეოს”, სს ”გლობალ ერთი”-სა და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” (ი.აბულაძე).

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ”მაგთიკომი”-ს, შპს ”პირველი სტერეოს”, სს ”გლობალ ერთი”-სა და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის”  გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1ა ) ერთი  თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამარტლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

კომისიის წევრები                                                    

ზ.ნონიკაშვილი

გ.ფრუიძე

კ.კვიტაიშვილი

ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები