შპს „ბლექ სი გრუპისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 22, 2008
მიღების თარიღი იანვარი 18, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ბლექ სი გრუპმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ N 06/4-2008; 04.05.05; ს.კ. № 204477734) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 384; 21.10.07) ქ. თბილისში და ქ. გორში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში (სამშენებლო-სამონტაჟო საქმიანობისთვის) სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ბლექ სი გრუპს” 406.275 მჰც, 406.500 მჰც, 411.275 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში და 406.325 მჰც, 411.625 მჰც სიხშირეები ქ. გორში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს „ბლექ სი გრუპისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ბლექ სი გრუპისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
