წვდომის მენიუ

შპს ”ლუნეტი” - სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ

ნომერი: 310 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 11, 2008

მიღების თარიღი ივნისი 06, 2008

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ლუნეტმა” (22.05.2008 №7/205-08) ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით.

როგორც შპს ”ლუნეტი”-ს წერილშია აღნიშნული, კომპანია აპირებს მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურების გაწევას სპეციალიზირებული ქოლ-ცენტრის ჩამოყალიბების სახით. საინფორმაციო მომსახურება მიზნად ისახავს აბონენტთა პროფესიული და საქმიანი ინტერესების მაქსიმალურად ოპერატიულად დაკმაყოფილებას მათთვის საინტერესო დარგში, ასევე კონსულტაციებისა და საჭირო შეხვედრების ორგანიზებას სატელეფონო ზარის მეშვეობით და სწორედ აღნიშნული მომსახურებისთვის ესაჭიროება ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსი.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”ლუნეტი”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”ლუნეტს” ნუმერაციის რესურსი 0-0-0-5 (ნული-ნული- ნული-ხუთი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”ლუნეტს” ნუმერაციის რესურსი - 0-0-0-5 (ნული-ნული- ნული-ხუთი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით 2009 წლის - 6 ივნისამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;

2. შპს ”ლუნეტი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3.      კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”ლუნეტი”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”ლუნეტს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ლუნეტი”-სთვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

         კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

         კომისიის წევრები                                                     ზ.ნონიკაშვილი

                                                                                             გ.ფრუიძე

                                                                                             კ.კვიტაიშვილი

                                                                                             ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები