წვდომის მენიუ

შპს “კრიმინალთან და კორუფციასთან მებრძოლი დაცვის სამმართველოსთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 311 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 12, 2008

მიღების თარიღი ივნისი 06, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “კრიმინალთან და კორუფციასთან მებრძოლმა დაცვის სამმართველომ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. №200095299) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/180-08; 13.05.08) ქ. მარნეულში (დაცვთი საქმიანობისთვის) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე  გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “კრიმინალთან და კორუფციასთან მებრძოლ დაცვის სამმართველოს” ერთი წლის ვადით 163.900 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანე 25 კჰც) ქ. მარნეულში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს “კრიმინალთან და კორუფციასთან მებრძოლი დაცვის სამმართველოსთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.  კანონმდებლობის    ცვლილების    შპს “კრიმინალთან და კორუფციასთან მებრძოლი დაცვის სამმართველოსთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე); 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “კრიმინალთან და კორუფციასთან მებრძოლი დაცვის სამმართველოსთვის”  ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი         

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები