წვდომის მენიუ

შპს „ცენტრისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 315 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 12, 2008

მიღების თარიღი ივნისი 06, 2008

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ცენტრმა” (რეგისტრირებული კრწანისის სასამართლოს მიერ, რეგისტრაციის №06/4-432, საიდენტიფიკაციო კოდი-204381338) კომისიას მიმართა განცხადებით № 16/43,20.05.08, კომისიის გადაწყვეტილებებით № 520/13, 01.12.06 და №270/13,25.05.07 ერთი წლის ვადით მინიჭებული სიხშირეების (10140მჰც±14მჰც და 10670მჰც±14მჰც), ახალი ვადით მინიჭების შესახებ.

სიხშირეები 10140მჰც±14მჰც და 10670მჰც±14მჰც თითოეული ზოლის სიგანით 28 მჰც, გათვალისწინებულია ქ.დუშეთის ანძიდან (ს.მლაშე), ბაზალეთის ტბის ტურისტულ კომპლექსამდე  ორმხრივი რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, შიდა მოხმარების სატელეფონო სადგურის, საქართველოს კავშირგაბმულობის ქსელთან დასაკავშირებლად და გამოყენებული  უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „ცენტრს” სიხშირე 10140მჰც±14მჰც და 10670მჰც±14მჰც თითოეული ზოლის სიგანით 28მჰც, ქ.დუშეთის ანძიდან (ს.მლაშე)  ბაზალეთის ტბის ტურისტულ კომლექსამდე მონაკვეთზე ორმხრივი  რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის,  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ერთი წლის ვადით;

2.  აღირიცხოს შპს „ცენტრისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ცენტრისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე).

6.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს „ცენტრისთვის” ჩაბარებისთანავე. 

კომისიის     წევრი                                                                          გ.ფრუიძე

კომისიის    წევრი                                                                          ზ.ნონიკაშვილი

კომისიის    წევრი                                                                          კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                            ს.ბრიტანჩუკი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები