შპს ”ჯეოსელისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 12, 2008
მიღების თარიღი ივნისი 06, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2007 წლის 6 ივნისს შპს ”ჯეოსელმა” კომისიას მიმართა განცხადებით (№0001/OT/HK/1108,01.05.2008) საქართველოს ტერიტორიაზე, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების შესაბამისად, რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 13.03.2006; რეგისტრაციის №75/1), ფლობს სხვადასხავა სიხშირულ დიაპაზონებში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F17, F18, F20 და F24 ლიცენზიებს, მობილური საკომუნიკაციო მომსახურეობისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, ”ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად, არაკომერციული მიზნითა და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, კომისია უფლებამოსილია ასეთ პირებს 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, შპს ”ჯეოსელს” განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს 655,197.24 (ექვსას ორმოცდათხუთმეტი ათას ას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ოცდაოთხი თეთრი) ლარს.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნეს არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტებში განლაგებულ მობილური მომსახურეობის საკომუნიკაციო ქსელის საბაზო სადგურებს შორის მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”ჯეოსელს” რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, მობილური მომსახურეობის საკომუნიკაციო ქსელის საბაზო სადგურებს შორის მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, 10 წლის ვადით - 2018 წლის 6 ივნისამდე, აუქციონის გარეშე;
2. განესაზღვროს შპს ”ჯეოსელს” სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 655,197.24 (ექვსას ორმოცდათხუთმეტი ათას ას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ოცდაოთხი თეთრი) ლარი და ოცდაოთხი თეთრით;
3. უზრუნველყოს შპს ”ჯეოსელმა” ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 655,197.24 (ექვსას ორმოცდათხუთმეტი ათას ას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ოცდაოთხი თეთრი) ლარის გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით 10 დღის ვადაში:
მიმღები:
ხაზინის ერთიანი ანგარიში ა/ა 200122900;
ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;
კოდი - 220101222;
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”ჯეოსელის” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
5. აღირიცხოს შპს ”ჯეოსელისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე) შპს ”ჯეოსელის” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
6. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ჯეოსელისთვის” რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
