წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 317 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 11, 2008

მიღების თარიღი ივნისი 06, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  შესაბამისად,  

   გადაწყვიტა:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №353/22 გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში შევიდეს ცვლილებები:

ა) № 2 დანართის მე-3 პუნქტს დაემატოს 3.7 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”3.7. ასისტენტი - 1 – 939.00 – 939.00”;

ბ) საშტატო ერთეულის საერთო რაოდენობა განისაზღვროს 96-ით;

გ) ხელფასის განაკვეთის ჯამი განისაზღვროს 15,485.00-თ, ხოლო ხელფასის საერთო ჯამი - 28.985.00-ით.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 1ა) ერთი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).       

კომისიის წევრი                                                          ზ. ნონიკაშვილი                     

კომისიის წევრი                                                           გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                           კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                           ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები