წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 23 მაისის №281/16 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 318 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 12, 2008

მიღების თარიღი ივნისი 06, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2008 წლის 23 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №281/16, რომლის სამოტავიციო ნაწილში სრულად და თანმიმდევრულად ვერ აისახა კომისიის 2008 წლის 23 მაისს ჩატარებულ სხდომაზე, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის პოზიცია, რის გამოც მიზანშეწონილად მიგვაჩნია, შეტანილ იქნეს ცვლილება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-11 აბზაცში და ეს აბზაცი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.

”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით

 გადაწყვიტა:

1. კომისიის 2008 წლის 23 მაისის №281/16 გადაწყვეტილების მე-11 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  ”კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №191/18 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ განხორციელდა შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” დაშვება, რაც წარმოადგენს უტყუარ ფაქტს, ვინაიდან დასტურდება ორივე მოდავე მხარის ახსნა-განმარტებებით. შესაბამისად, არ არსებობს კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №191/18 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტი. სახეზეა, მხოლოდ კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან არასწორი ინტერპრეტირება, რამაც გამოიწვია დაშვების უზრუნველყოფა მხოლოდ 3 დღით, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა მეორე მხარისთვის”;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე; ნ.ჯანელიძე):

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარისათვის გაგზავნა;

ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება  კომისიის გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი);

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრები                                                     ზ.ნონიკაშვილი

                                                                                   გ.ფრუიძე

                                                                                   კ.კვიტაიშვილი

                                                                                    ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები