წვდომის მენიუ

კომპანია “ქელოგ ბრაუნ ენდ რუთისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 32 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 22, 2008

მიღების თარიღი იანვარი 18, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომპანია “ქელოგ  ბრაუნ ენდ რუთმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისანი-სამგორის რ-ლი სასამართლოს მიერ № 7/4-8-93; ს.კ. № 206120829) კომისიას მიმართა განცხადებით  ქ. თბილისში (კომპანიის დაცვის სამსახურისთვის) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

   “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს კომპანია “ქელოგ  ბრაუნ ენდ რუთს”  165.625 მგჰც სიხშირე ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს კომპანია “ქელოგ  ბრაუნ ენდ რუთისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.    კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში კომპანია “ქელოგ  ბრაუნ ენდ რუთისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები