“მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების განახლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 12, 2008
მიღების თარიღი ივნისი 11, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და 76-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2006 წლის 17 ნოემბერს, კომისიის №491/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით.
“მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით დანიშნული ზეპირი მოსმენის გადადების შესახებ” კომისიის 2007 წლის 16 მარტის №131/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” კომისიის დადგენილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენის სხდომა გადაიდო 2007 წლის 18 მაისამდე, ხოლო კომისიის 2007 წლის 27 აპრილი №222/22 გადაწყვეტილების საფუძველზე, “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” კომისიის დადგენილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2007 წლის 15 ივნისი.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, კომისია ქცევის კოდექსს იღებს ლიცენზიის მფლობელებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე.
მიუხედავად კომისიაში საკითხის არაერთხელ განხილვისა და სხდომის გადადებისა, პროექტზე მუშაობაში არ ჩართულან საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფები გარდა საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლისა (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, არარეგისტრირებულ კავშირ “ახალგაზრდულ ინიციატივის”, ახალგაზრდული ორგანიზაციების კოალიცია “მოძრაობა ზნეობრივი საქართველოსათვის”, “მშობელთა კავშირისა”, კავშირ “იბერიანასა” და ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანის დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის, წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლისა და მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის კავშირისა) რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არც ერთი სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელისაგან არ შემოსულა არანაირი წინადადება ან შენიშვნა კომისიის მიერ გადამუშავებული პროექტის თაობაზე.
სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა საკითხის განხილვასთან დაკავშირებული ზეპირი მოსმენების არაერთხელ გადადება.
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველი საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, 2007 წლის 15 ივნისიდან დღემდე გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, როგორც საზოგადოების, ასევე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელების წარმომადგენლებთან და შემუშავებულ იქნა ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც კომისიის მიერ გადაგზავნილ იქნა ყველა დაინტერესებულ პირთან და ასევე განთავსებულ იქნა კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge). აღნიშნული პროექტი შემუშავებულია სამაუწყებლო ლიცენზიათა მფლობელების აქტიური მონაწილეობით, კერძოდ პროექტი შემუშავებულია სამაუწყებლო კომპანიების: შპს ’’ტელეიმედის’’, შპს ‘’მზის’’, შპს ‘’რუსთავი2’’-ის და შპს ტელეკომპანია ‘’კავკასიის’’ შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უკვე დაცულია ‘’მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მოთხოვნები და უნდა განახლდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, 50-ე მუხლისა, 76-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განახლდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) დადგენილების პროექტისა და განმარტებითი ბარათის მომზადება;
3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2008 წლის 9 ივლისს 12 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან დადგენილების პროექტზე დადებითი სამართლებრივი დასკვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება;
5. წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი დაეგზავნოს (ნ. ჯავახიძე) ყველა დაინტერესებულ მხარეს დაზღვეული საფოსტიო გზავნილის სახით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი) დადგენილების პროექტის საბოლოო ვარიანტის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება;
7. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
ს.ბრიტანჩუკი
