წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 323 / 8

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 18, 2008

მიღების თარიღი ივნისი 13, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 24 აპრილის N232/8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.

რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 7,080.00 (შვიდი ათას ოთხმოცი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 23 მაისის 17:00 საათი, ხოლო აუქციონების  ჩატარების თარიღად -  2008 წლის 13 ივნისის 14:00  საათი, აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 354 (სამას ორმოცდათოთხმეტი) ლარი;

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში  წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა:

1. შპს ”სერვისლაინი” – 23.05.2008 №11/23-08;

2. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომაპნია” – 23.05.2008 №11/25-08

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონი გაიმართა 2008 წლის 13 ივნისის კომისიის სხდომაზე.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად ჩატარდა წილისყრა  კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად, შპს ”სერვისლაინი”-ს  წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო - №1, შესაბამისად,  სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომაპნიის”   წარმომადგენელს წილად ხვდა -  №2.

აუქციონის მსვლელობისას, პირველი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 7080.00 ლარს + ერთი ბიჯი - 354.00 ლარი) დააფიქსირა შპს ”სერვისლაინი”-ს წარმომადგენელმა. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”-ს წარმომადგენელმა მე-2 ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 1 (ერთი) ბიჯი, სულ 7,434.00 (შვიდი ათას ოთხას ოცდათოთხმეტი) ლარი დააფიქსირა შპს ”სერვისლაინი”-ს წარმომადგენელმა.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”სერვისლაინი” რადიოსარელეო კავშირებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 7,434.00 (შვიდი ათას ოთხას ოცდათოთხმეტი) ლარი;

2. უზრუნველყოს შპს ”სერვისლაინმა”  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 2230.20  (ორი ათას ორას ოცდაათი ლარი და ოცი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 708.00 (შვიდას რვა) ლარი ანუ 1522.20 (ერთი ათას ხუთას ოცდაორი ლარი და ოცი თეთრი) ლარის გადახდა, 2008 წლის 13 ივლისამდე, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (5203.80 - ხუთი ათას ორას სამი ლარი და ოთხმოცი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს, ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;  

4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.  კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ.ყურაშვილი)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

8.  დაევალოს კომისიის აპარატის  სამართლებრივ დეპარტამენტს  (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

10. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამარტლებრივ დეპარტამენტს  (კ.ყურაშვილი).

კომისიის წევრები                                                     ზ.ნონიკაშვილი

                                                                                    გ.ფრუიძე

                                                                                    კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები