წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 38 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 324 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 16, 2008

მიღების თარიღი ივნისი 13, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 13 ივნისის N 38 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. დამატებით შეტანილ იქნეს  N 38 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში  3 (სამი) საკითხი:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე);

ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 5 აგვისტოს №561/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე);

გ) შპს ”ტექნონეტის” და შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F47 და №F52 ლიცენზიების ნაწილობრივ გადაპირების შესახებ (მომხს. დ.კიკნაძე);

2.  დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 13 ივნისის N 38 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

  კომისიის თავმჯდომარე                                                         გ. არველაძე          

                  კომისიის წევრი                                                         ს. ბრიტანჩუკი                                              

                  კომისიის წევრი                                                          ზ. ნონიკაშვილი    

                 კომისიის წევრი                                                           გ. ფრუიძე    

                 კომისიის წევრი                                                           კ. კვიტაიშვილი                                                       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები