“შპს ”ჯითიკომის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 61 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 29 აპრილის №237/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს ”ჯითიკომის” რადიოსიხში
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 16, 2008
მიღების თარიღი ივნისი 13, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 29 აპრილს კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №237/6 “შპს ”ჯითიკომის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F61 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს ”ჯითიკომს” განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 655,566.86 (ექვსას ორმოცდათხუთმეტი ათას ხუთას სამოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარისა და სალიცენზიო მოსაკრებლის - 1000 (ერთი ათასი) ლარის 2008 წლის 29 მაისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.
ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, შპს ”ჯითიკომი” ვალდებული იყო ზემოაღნიშნული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიისთვის წარმოედგინა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა, რომ შპს ”ჯითიკომი”-ს მიერ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2008 წლის 29 მაისამდე გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებდა გადაწყვეტილებას კომისიის 2008 წლის 29 აპრილის №237/6 გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს ”ჯითიკომი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 61 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯითიკომი”-ს მიერ 2008 წლის 29 მაისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში არ იქნა გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური - 655,566.86 (ექვსას ორმოცდათხუთმეტი ათას ხუთას სამოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარი და სალიცენზიო მოსაკრებლი - 1000 (ერთი ათასი) ლარი, შესაბამისად, კომისიაში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იქნა წარმოდგენილი.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდა წარმოადგენს აუცილებელ პირობას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”ჯითიკომი”-ს მიერ არ იქნა გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო მოსაკრებელი, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს კომისიის 2008 წლის 29 აპრილის №237/6 გადაწყვეტილება და უარი უნდა ეთქვას შპს ”ჯითიკომს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 61 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ”ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს”. ამავე დროს, კომისიას მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევა, როცა ადმინისტრაციული ორგანო, ამ შემთხვევაში კომისია, უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - კომისიის 2008 წლის 29 აპრილის №237/6 გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ დაინტერესებული მხარის - შპს ”ჯითიკომი”-ს მიერ არ იქნა შესრულებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება (ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და სალიცენზიო მოსაკრებლის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის სახით), რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის, კომისიის 2008 წლის 29 აპრილის №237/6 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “შპს ”ჯითიკომის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 61 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 29 აპრილის №237/6 გადაწყვეტილება 2008 წლის 29 აპრილიდან და უარი ეთქვას შპს ”ჯითიკომს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F61 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე.
2. ვადაგასულად ჩაითვალოს შპს ”ჯითიკომს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F61 ლიცენზიის მოქმედება 2008 წლის 29 აპრილიდან.
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ”ჯითიკომი”-სთვის გაგზავნა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1ა ) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები:
ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
ს.ბრიტანჩუკი
