წვდომის მენიუ

შპს “მაგთიკომი”-ს № F1, № F2 და № F4 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 1 ივლისის №474/1, 2005 წლის 9 სექტემბრის №596/1 და 2005 წლის 16 დეკემბრის №787/1 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 326 / 2

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 16, 2008

მიღების თარიღი ივნისი 13, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებით (20.05.2008 №6/1021-08) მიმართა შპს ”მაგთიკომმა”  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1, №F2 და  №F4 ლიცენზიების მოდიფიცირების  მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1, №F2 და  №F4 ლიცენზიებს. აღნიშნული ლიცენზიების შესაბამისად, კომპანიას ერთ-ერთ სალიცენზიო პირობად განსაზღვრული აქვს ლიცენზიის გაცემიდან სამი წლის განმავლობაში საქართველოს მთელი ტერიტორიის დაფარვა. კერძოდ:

1.  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1 ლიცენზიისთვის - 2008 წლის 1 ივლისამდე;

2.  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F2 ლიცენზიისთვის - 2008 წლის 9 სექტემბრამდე;

3.  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F4 ლიცენზიისთვის - 2008 წლის 16 დეკემბრამდე;

როგორც შპს ”მაგთიკომი”-ს განცხადებაში აღნიშნულია, კომპანია ითხოვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირებას ზემოაღნიშნული სალიცენზიო პირობის ნაწილში, კერძოდ, რომ დაკონკრეტდეს რა იგულისხმება საქართველოს მტელი ტერიტორიის დაფარვაში.

კომისია აღნიშნავს, რომ  კომისიის მიერ აუქციონის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, როგორც მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად, ასევე ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების განსახორციელებლად გაცემულ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიებში საქართველოს მტელი ტერიტორიის დაფარვის ვალდებულება განმარტებულია, როგორც მომსახურების განხორციელება არანაკლებ ერთი გადამცემით კომისიის მიერ განსაზღვრულ რეგიონებში, რომლებიც მოიცავენ საქართველოს მთელ ტერიტორიას.

შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს კანონისა და ადმინისტრაციული ორგანის წინაშე ყველას თანასწორობას და საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღების დაუშვებლობას, შპს ”მაგთიკომი”-ს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, მიზანშეწონილია მოდიფიცირდეს შპს ”მაგთიკომი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1, №F2 და  №F4 ლიცენზიები, შევიდეს ცვლილება ”შპს ”მაგთიკომი”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2005 წლის 1 ივლისის №474/1, 2005 წლის 9 სექტემბრის №596/1 და 2005 წლის 16 დეკემბრის №787/1 გადაწყვეტილებებში საქართველოს მთელი ტერიტორიის დაფარვის ნაწილში და დაკონკრეტდეს აღნიშნული ვალდებულება ისე, როგორც ეს განსაზღვრულია კომისიის მიერ  ლიცენზიის სხვა მფლობელებისთვის. კერძოდ, შპს ”მაგთიკომს” განესაზღვროს ლიცენზიების გაცემიდან სამი წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურების განხორციელება შემდეგ რეგიონებში:

რეგიონი   1: ქ.თბილისი;

რეგიონი   2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

რეგიონი   3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;

რეგიონი   4:  ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;

რეგიონი   5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;

რეგიონი   6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის,  წალკის რაიონები;

რეგიონი   7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის,  თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის,  ხარაგაულის, ხონის რაიონები;

რეგიონი   9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;

რეგიონი   10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის,  ცაგერის რაიონები;

რეგიონი   11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის  რაიონები,;

რეგიონი   12: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 და 63-ე მუხლების  და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ”მაგთიკომი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება შპს ”მაგთიკომი”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2005 წლის 1 ივლისის №474/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან სამი წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურების განხორციელება შემდეგ რეგიონებში:

რეგიონი   1: ქ.თბილისი;

რეგიონი   2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

რეგიონი   3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;

რეგიონი   4:  ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;

რეგიონი   5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;

რეგიონი   6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის,  წალკის რაიონები;

რეგიონი   7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის,  თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის,  ხარაგაულის, ხონის რაიონები;

რეგიონი   9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;

რეგიონი   10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის,  ცაგერის რაიონები;

რეგიონი   11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის  რაიონები,;

რეგიონი   12: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;”

2. მოდიფიცირდეს შპს ”მაგთიკომი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F2 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება შპს ”მაგთიკომი”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2005 წლის 9 სექტემბრის №596/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან სამი წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურების განხორციელება შემდეგ რეგიონებში:

რეგიონი   1: ქ.თბილისი;

რეგიონი   2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

რეგიონი   3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;

რეგიონი   4:  ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;

რეგიონი   5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;

რეგიონი   6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის,  წალკის რაიონები;

რეგიონი   7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის,  თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის,  ხარაგაულის, ხონის რაიონები;

რეგიონი   9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;

რეგიონი   10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის,  ცაგერის რაიონები;

რეგიონი   11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის  რაიონები,;

რეგიონი   12: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;”

3. მოდიფიცირდეს შპს ”მაგთიკომი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F4 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება შპს ”მაგთიკომი”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის №787/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან სამი წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურების განხორციელება შემდეგ რეგიონებში:

რეგიონი   1: ქ.თბილისი;

რეგიონი   2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

რეგიონი   3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;

რეგიონი   4:  ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;

რეგიონი   5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;

რეგიონი   6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის,  წალკის რაიონები;

რეგიონი   7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის,  თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის,  ხარაგაულის, ხონის რაიონები;

რეგიონი   9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;

რეგიონი   10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის,  ცაგერის რაიონები;

რეგიონი   11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის  რაიონები,;

რეგიონი   12: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;”

4.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის მოდიფიცირებისა და გადაპირების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა. 

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”მაგთიკომი”-სთვის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).      

კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

            კომისიის წევრები                                                     ზ.ნონიკაშვილი

                                                                                                გ.ფრუიძე

                                                                                                კ.კვიტაიშვილი

                                                                                                ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები