წვდომის მენიუ

“შპს ”ალექსანდრე +”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 62 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 29 აპრილის №238/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს ”ალექსანდრე +”-ს

ნომერი: 327 / 12

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 16, 2008

მიღების თარიღი ივნისი 13, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს,  რომ 2008 წლის 29 აპრილის კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №238/6 “შპს ”ალექსანდრე +”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F62 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”.  აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს ”ალექსანდრე +” განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 865,685.90 (რვაას სამოცდახუთი ათას ექვსას ოთხმოცდახუთი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარისა და სალიცენზიო მოსაკრებლის - 1000 (ერთი ათასი) ლარის 2008 წლის 29 მაისამდე  საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, შპს ”ალექსანდრე +” ვალდებული იყო ზემოაღნიშნული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიისთვის წარმოედგინა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად კომისიამ გადაწყვიტა, რომ  შპს ”ალექსანდრე +”-ს მიერ გადაწყვეტილებით  გათვალისწინებული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2008 წლის 29 მაისამდე გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებდა გადაწყვეტილებას კომისიის 2008 წლის 29 აპრილის №238/6 გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს ”ალექსანდრე +”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 62 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ალექსანდრე +”-ს მიერ 2008 წლის 29 მაისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში არ იქნა გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური - 865,685.90 (რვაას სამოცდახუთი ათას ექვსას ოთხმოცდახუთი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარი და სალიცენზიო მოსაკრებლი - 1000 (ერთი ათასი) ლარი, შესაბამისად, კომისიაში  გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იქნა წარმოდგენილი.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  49-ე მუხლის შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდა წარმოადგენს აუცილებელ პირობას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”ალექსანდრე +”-ს  მიერ არ იქნა გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო მოსაკრებელი კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს კომისიის 2008 წლის 29 აპრილის №238/6 გადაწყვეტილება და უარი უნდა ეთქვას შპს ”ალექსანდრე +”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 62 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ”ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ   ადმინისტრაციულ ორგანოს”. ამავე დროს, კომისიას მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევა, როცა ადმინისტრაციული ორგანო, ამ შემთხვევაში კომისია, უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი  - კომისიის  2008 წლის 29 აპრილის №238/6 გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ დაინტერესებული მხარის - შპს ”ალექსანდრე +”-ს მიერ არ იქნა შესრულებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება (ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და სალიცენზიო მოსაკრებლის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის სახით), რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის,  კომისიის 2008 წლის 29 აპრილის №238/6   გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ     

გადაწყვიტა:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “შპს ”ალექსანდრე +”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 62 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 29 აპრილის №238/6 გადაწყვეტილება 2008 წლის 29 აპრილიდან და უარი ეთქვას შპს ”ალექსანდრე +”-ს  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F62 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე.

2. ვადაგასულად ჩაითვალოს შპს ”ალექსანდრე +”-ს  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F62 ლიცენზიის მოქმედება 2008 წლის 29 აპრილიდან.

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ”ალექსანდრე +”-სთვის  გაგზავნა;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1ა ) ერთი  თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

კომისიის წევრები                                                  ზ.ნონიკაშვილი

                                                                                გ.ფრუიძე

                                                                                კ.კვიტაიშვილი

                                                                                ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები