შპს “ტელეკომპანია I სტერეო”-ს და შპს “ვაიმაქს ჯორჯია”-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37 ლიცენზიის პირადპირი და №F29 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2008
მიღების თარიღი ივნისი 13, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილით მიმართა შპს ”ტელეკომპანია I სტერეო”-მ (23.05.2008.წ №6/1061-08), და წარმოუდგინა შპს “ვაიმაქს ჯორჯიას”-თან 2008 წლის 23 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37 ლიცენზიის პირდაპირი და №F29 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია I სტერეო” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის შემდეგ ლიცენზიებს:
ლიცენზია №F37, გაცემული კომისიის 2006 წლის 18 დეკემბერს №538/22 გადაწყვეტილების საფუძველზე, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
”ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2382- 2400 მჰც სიხშირული დიაპაზონში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.თბილისში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 05.05.2016-მდე;
გ) უზრუნველყოს შპს „პირველმა სტერეომ“-მ 2382- 2400 მჰც რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება
კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად”.
ლიცენზია №F29, კომისიის 2007 წლის 7 სექტემბრის №517/22 გადაწყვეტილების საფუძველზე, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
”ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2.2გჰც-დან - 2.4 გჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის და სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;
ბ) უზრუნველყოს შპს ”პირველმა სტერეომ” ქ.ქუთაისში 2340 მჰც ± 14 მჰც სიხშირული ზოლით სარგებლობა მეორადი გამოყენების უფლებით რაც ITU-ს რადიორეგლამენტის შესაბამისად, გულისხმობს, რომ: მეორადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებმა არ უნდა შეუქმნან ხელშეშლები პირველადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. ამასთან ერთად არ შეიძლება მოითხოვონ იმ ხელშეშლებისგან დაცვა, რაც გამოწვეულია პირველადი გამოყენების უფლებით მოქმედი სამსახურების მხრიდან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;
დ) უზრუნველყოს შპს ”პირველმა სტერეო”-მ წინამდებარე გადაწყვეტილების მესამე პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად”.
როგორც შპს ”ტელეკომპანია I სტერეო”-ს განცხადებაშია აღნიშნული, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი, კერძოდ 2382 მჰც - 2400 მჰც სიხშირული დიაპაზონი უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისათვის, გეოგრაფიული ზონა ქ.თბილისი და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F29 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის ნაწილი 2350 მჰც - 2400 მჰც-მდე (მათ შორის 2350 მჰც-დან 2354 მჰც-მდე არის მეორადი გამოყენების უფლებით. ლიცენზიის გეოგრაფიული ზონა: ქ.ქუთაისი, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონები) ჩადებულ იქნას შპს “ვაიმაქს ჯორჯიას”-ს (რეგისტრირებული ქ.თბილისის რეგიონული ცენტრის მიერ 2008 წლის 15 მაისს რეგისტრაციის №205253982) საწესდებო კაპიტალში და შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს ზემოაღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების გადაპირების წესით გადაცემას შპს “ვაიმაქს ჯორჯია”-ზე.
კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ №F37 ლიცენზიის პირდაპირი და №F29 ნაწილობრივი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, რომ შპს ”ტელეკომპანია I სტერეო”-ის კუთვნილებაში არსებული №F37 ლიცენზია პირდაპირი გადაპირების წესით, ხოლო №F29 ლიცენზია ნაწილობრივი გადაპირების წესით გადაეცეს შპს “ვაიმაქს ჯორჯია”-ს და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის №F37 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს “ვაიმაქს ჯორჯია”.
2. შპს “ვაიმაქს ჯორჯია”-ს განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
”ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2382- 2400 მჰც სიხშირული დიაპაზონში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.თბილისში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 05.05.2016-მდე;
გ) უზრუნველყოს შპს „ვაიმაქს ჯორჯია“-მ 2382- 2400 მჰც რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად”.
3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F29 ლიცენზიას გამოეყოს 2350 მჰც - 2400 მჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება ცალკე ლიცენზიად, მიენიჭოს №F64 და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
”ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2350 მჰც-დან - 2400 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;
ბ) უზრუნველყოს შპს ”ვაიმაქს ჯორჯია”-მ ქ.ქუთაისში 2350 მჰც-დან 2354 მჰც-მდე სიხშირული ზოლით სარგებლობა მეორადი გამოყენების უფლებით რაც ITU-ს რადიორეგლამენტის შესაბამისად, გულისხმობს, რომ: მეორადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებმა არ უნდა შეუქმნან ხელშეშლები პირველადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. ამასთან ერთად არ შეიძლება მოითხოვონ იმ ხელშეშლებისგან დაცვა, რაც გამოწვეულია პირველადი გამოყენების უფლებით მოქმედი სამსახურების მხრიდან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;
დ) უზრუნველყოს შპს ”ვაიმაქს ჯორჯია”-მ წინამდებარე გადაწყვეტილების მესამე პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად”.
4. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს „ვაიმაქს ჯორჯია“.
5. შპს ”ტელეკომპანია I სტერეო”-ს №F29 ლიცენზიას მოენიჭოს №F65 და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
”ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2200 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;
ბ) უზრუნველყოს შპს ”პირველმა სტერეომ” ქ.ქუთაისში 2326 მჰც-დან 2350 მჰც-მდე სიხშირული ზოლით სარგებლობა მეორადი გამოყენების უფლებით, რაც ITU-ს რადიორეგლამენტის შესაბამისად, გულისხმობს, რომ: მეორადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებმა არ უნდა შეუქმნან ხელშეშლები პირველადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. ამასთან ერთად არ შეიძლება მოითხოვონ იმ ხელშეშლებისგან დაცვა, რაც გამოწვეულია პირველადი გამოყენების უფლებით მოქმედი სამსახურების მხრიდან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;
დ) უზრუნველყოს შპს ”პირველმა სტერეო”-მ წინამდებარე გადაწყვეტილების მესამე პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად”.
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტებს (მ.ქადეიშვილი; რ.ქურდაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსს (გ.ბუთბაია).
კომისიის წევრები:
ს.ბრიტანჩუკი
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
კ.კვიტაიშვილი