შპს ”რუსთავი 2”-სთვის კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 16, 2008
მიღების თარიღი ივნისი 13, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ ”კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2008 წლის 14 მარტის №141/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში, 2008 წლის 16 მაისის N 270/10 გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”რუსთავი 2”.
კომისია აღნიშნავს, რომ “კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“ კომისიის 2008 წლის 16 მაისის №70/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ”რუსთავი 2”-ის მიერ გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის, 192.360.38 (ას ოთხმოცდათორმეტი ათას სამას სამოცი ლარი და 38 თეთრი) ლარი, 30% - 57708.12 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას შვიდას რვა ლარი და 12 თეთრი) ლარი, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის წინასწარ გადახდილი 10%-ის – 19236.04 (ცხრამეტი ათას ორას ოცდათექვსმეტი ლარი და 04 თეთრი) ლარის გამოკლებით, 38472.08 (ოცდათვრამეტი ათას ოთხას სამოცდათორმეტი ლარი და 08 თეთრი) ლარი, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, რის თაობაზეც შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2008 წლის 03 ივნისს (წერილი № 6/1136-08).
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე, 38-ე და 43-ე მუხლებისა და კომისიის 2008 წლის 16 მაისის №270/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”რუსთავი 2”-ს კერძო მაუწყებლობის № B101 ლიცენზია, 16 გადამცემი სადგურის გამოყენებით, 10 წლის ვადით;
2. ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
3. მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა არის 16 გადამცემი სადგურის მომსახურების ზონების ერთობლიობა:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
TV არხი № |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივებ. დიაგრამა |
გადამც. სიმძლ. (ვტ) |
ანძის განლაგების გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი არაუმეტეს (დბ) |
ანტენის განთავს. სიმ. მიწის ზედაპირ. (მ) |
|
სიღნაღი |
51 |
H |
წრიული |
500 |
N 41°37 04\\\" E 045°53 27.8\\\" |
6.0 |
15 ± 5 |
|
ბოლნისი |
51 |
H |
წრიული |
500 |
N 41°28 11\\\" E 044°32 07\\\" |
6.0 |
20± 5 |
|
დუშეთი |
07 |
H |
წრიული |
250 |
N 42°00 08\\\" E 044°39 28\\\" |
6.0 |
20± 5 |
|
მარტვილი |
05 |
H |
წრიული |
100 |
N 42°27 21\\\" E 042°21 59\\\" |
6.0 |
20± 5 |
|
თერჯოლა |
12 |
H |
წრიული |
100 |
N 42°10 52\\\" E 042°58 37\\\" |
6.0 |
20± 5 |
|
მარნეული |
53 |
H |
წრიული |
500 |
N 41°29 30.3\\\" E 044°47 18\\\" |
6.0 |
30± 10 |
|
ლაგოდეხი |
06 |
H |
წრიული |
20 |
N 41°48 42.3\\\" E 046°10 17\\\" |
6.0 |
20± 5 |
|
ხარაგაული |
02 |
H |
წრიული |
20 |
N 42°00 57\\\" E 043°11 50\\\" |
6.0 |
20± 5 |
|
ქედა |
32 |
H |
წრიული |
100 |
N 41°35 48\\\" E 041°56 30\\\" |
6.0 |
20± 5 |
|
სოფ. სიონი (მარნეული) |
09 |
H |
წრიული |
20 |
N 41°17 38\\\" E 044°43 08\\\" |
6.0 |
20± 5 |
|
სოფ. ხალა (ქობულეთი) |
10 |
H |
წრიული |
20 |
N 41°42 25\\\" E 041°48 19\\\" |
6.0 |
20± 5 |
|
სოფ. ნაბეღლავი (ჩოხატაური) |
06 |
H |
წრიული |
20 |
N 41°56 42\\\" E 042°21 31\\\" |
6.0 |
20± 5 |
|
დაბა ბაკურიანი |
34 |
H |
წრიული |
50 |
N 41°44 07\\\" E 043°33 10\\\" |
6.0 |
20± 5 |
|
დაბა მანგლისი |
05 |
H |
წრიული |
100 |
N 41°41 50\\\" E 044°22 23\\\" |
6.0 |
20± 5 |
|
სოფ. კუმისი (გარდაბანი) |
11 |
H |
წრიული |
20 |
N 41°36 45\\\" E 044°46 35\\\" |
6.0 |
20± 5 |
|
სოფ. ოფრეთი (მარნეული) |
10 |
H |
წრიული |
20 |
N 41°15 01\\\" E 044°38 05\\\" |
6.0 |
20± 5 |
4. შპს ”რუსთავი 2” ვალდებულია:
ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;
ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
გ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობისი სერთიფიკატი;
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არის ასახული, მათ შორის განახორციელოს მის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია;
თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.
მ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;
ნ) წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
ო) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
5. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები - სალიცენზიო პირობები გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ლიცენზიით;
6. უზრუნველყოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყება ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში;
7. უზრუნველყოს სატელევიზიო სიგნალის ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 90%-სათვის “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 და 76-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;
8. უზრუნველყოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;
9. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 134652.26 (ას ოცდათოთხმეტი ათას ექვსას ორმოცდათორმეტი ლარი და 26 თეთრი) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში, შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
|
მიმღები |
ხაზინის ერთიანი ანგარიში |
|
ანგარიშის N |
200122900 |
|
ბანკი |
სახელმწიფო ხაზინა |
|
კოდი |
220101222 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
300773062 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
11221.02 ლარი - 2008 წლის 13 ივლისამდე;
11221.02 ლარი - 2008 წლის 13 აგვისტომდე;
11221.02 ლარი - 2008 წლის 13 სექტემბრამდე;
11221.02 ლარი - 2008 წლის 13 ოქტომბრამდე;
11221.02 ლარი - 2008 წლის 13 ნოემბრამდე;
11221.02 ლარი - 2008 წლის 13 დეკემბრამდე;
11221.02 ლარი - 2009 წლის 13 იანვრამდე;
11221.02 ლარი - 2009 წლის 13 თებერვლამდე;
11221.02 ლარი - 2009 წლის 13 მარტამდე;
11221.02 ლარი - 2009 წლის 13 აპრილამდე;
11221.02 ლარი - 2009 წლის 13 მაისამდე;
11221.04 ლარი - 2009 წლის 13 ივნისამდე.
10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) აცნობოს შპს ”რუსთავი 2”-ს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (მ. აროშიძე);
ბ) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);
გ) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (დ. კიკნაძე).
11. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს:
ა) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება, ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის ფინანსთა სამინისტროში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება (მ. აროშიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (გ. რატიშვილი).
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).
14. გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარისათვის მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრები
ზ. ნონიკაშვილი
ს. ბრიტანჩუკი
კ. კვიტაიშვილი
გ. ფრუიძე
