შპს “საქაერონავიგაციისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2008
მიღების თარიღი ივნისი 13, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „საქაერონავიგაციამ“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 მაისის N 7/4-1327(2) დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/204-08; 22.05.08) ქ. თბილისის და ქ. ბათუმის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სამი სიხშირისა და აგრეთვე, ქ. ბათუმში, რადიოსარელეო ხაზისთვის მონაკვეთზე აეროპორტი-მაგთის ანძა 13 გჰც დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”საქაერონავიგაციას” ერთი წლის ვადით 440.150 მჰც, 441.500 მჰც, 446.850 მჰც სიხშირეები (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში და 441.425 მჰც, 441.500 მჰც, 446.150 მჰც სიხშირეები (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ბათუმში, აგრეთვე, 12849±14 მჰც და 13115±14 მჰც სიხშირეები ქ. ბათუმში, რადიოსარელეო ხაზისთვის მონაკვეთზე აეროპორტი (N41,36,31 E041,36,24) - მაგთის ანძა (N41,37,00 E041,38,11), ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს შპს ”საქაერონავიგაციისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”საქაერონავიგაციისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”საქაერონავიგაციისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
