წვდომის მენიუ

შპს “ჯი არ დი სი მანაჯმენტ კომპანია 06 (ბი ვი აი) ლიმითედ-ის წარმომადგენლობისთვის საქართველოში” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 338 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2008

მიღების თარიღი ივნისი 13, 2008

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ჯი არ დი სი მანაჯმენტ კომპანია 06 (ბი ვი აი) ლიმითედ-ის წარმომადგენლობამ საქართველოში” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. №205236751) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/199-08; 23.05.08) ქ. თბილისში (სამშენებლო საქმიანობისთვის) დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “ჯი არ დი სი მანაჯმენტ კომპანია 06 (ბი ვი აი) ლიმითედ-ის წარმომადგენლობას საქართველოში” ერთი წლის ვადით 404.200 მჰც და 410.100  მგც სიხშირეები (ზოლის სიგანე 25 კჰც) ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს “ჯი არ დი სი მანაჯმენტ კომპანია 06 (ბი ვი აი) ლიმითედ-ის წარმომადგენლობისთვის საქართველოში” მინიჭებული სიხშირეები  კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის    ცვლილების შემთხვევაში    შპს “ჯი არ დი სი მანაჯმენტ კომპანია 06 (ბი ვი აი) ლიმითედ-ის წარმომადგენლობისთვის საქართველოში” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

6.    გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ჯი არ დი სი მანაჯმენტ კომპანია 06 (ბი ვი აი) ლიმითედ-ის წარმომადგენლობისთვის საქართველოში”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი         

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები