წვდომის მენიუ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 341 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 02, 2008

მიღების თარიღი ივნისი 13, 2008

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ   საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით (№194-ს, 28.05.08), განცხადებაში აღნიშნულ სიხშირულ დიაპაზონში, 12,5მჰც სიგანის ორი სიხშირული ზოლის მინიჭების მოთხოვნით.

        აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საქმის წარმოების მინდინარეობის პროცესში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტმა კომისიას მიმართა მეორე განცხადებით  (№206-ს, 06.06.2008), ქ.თბილისის შემოგარენში ერთობლივი საერთაშორისო სამხედრო სწავლების ჩატარების პერიოდში, სხვადასხვა სიხშირულ დიაპაზონებში რადიოტექნიკური საშუალებების ფუნქციონირებისთვის, ფიქსირებული სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

       “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს     კანონის 64-ე მუხლის  მე-11 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274 და 30-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N42,21.01.1997)დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.20 პუნქტის, “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად       

გადაწყვიტა: 

1.  მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ფიქსირებული სიხშირეები ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ამავე დანართში განსაზღვრული ვადით;

2.    საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

3.   აღირიცხოს საქართველოს  თავდაცვის  სამინისტროსთვის  მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში (ი.ხარებავა);

 4. საქართველოს  კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1ა ) 1 თვის ვადაში; 

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).

 7.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ჩაბარებისთანავე.                                           

          კომისიის  თავმჯდომარე                                                              გ.არველაძე                                                         

          კომისიის     წევრი                                                                          გ.ფრუიძე

          კომისიის    წევრი                                                                          ზ.ნონიკაშვილი

          კომისიის    წევრი                                                                          კ.კვიტაიშვილი

          კომისიის    წევრი                                                                          ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები