წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 5 აგვისტოს №561/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 342 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 02, 2008

მიღების თარიღი ივნისი 13, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”მეგა ტვ”-იმ  (რეგისტრირებული ხონის რაიონული სასამართლოს მიერ 1996 წლის 30 ოქტომბრის №58/4-21 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით №23, 29.05.08,   2005 წლის 5 აგვისტოს, კომისიის გადაწყვეტილებით №561/13  ქ.ქუთაისში, მობილური რადიოსარელეო კავშირისთვის მინიჭებული 2340 მჰც სიხშირის სანაცვლოდ, 1გჰც დიაპაზონში რომელიმე სხვა სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.

     კომისია აღნიშნავს,  რომ  2გჰც დიაპაზონში, თანამედროვე ტექნოლოგიის საკომუნიკაციო სისტემების  დანერგვის მიმდინარე პროცესის გათვალისწინებით,  მიზანშეწონილია  ამ  დიაპაზონში სხვა დანიშნულებთ გამოყენებული სიხშირული ზოლების  გამოთავისუფლება.   შპს ”მეგა ტვ”-ისთვის ქ.ქუთაისში მობილური რადიოსარელეო კავშირის განსახორციელებლად, შერჩეულ იქნა  სიხშირე  1045 მჰც ± 14 მჰც.

      აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კომისიის გადაწყვეტილებაში №561/13, 05.08.05 “შპს ”მეგა ტვ”-ისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ”, შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილება და ქ.ქუთაისში  მობილური  რადიოსარელეო კავშირისთვის  შპს ”მეგა ტვ”-ის  2340 მჰც სიხშირის სანაცვლოდ,  მიენიჭოს  სიხშირე  1045მჰც ± 14მჰც.

      საქართველოს ზოგადი  ადმონისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   შეტანილ იქნას ცვლილება კომისიის  2005 წლის 5 აგვისტოს №561/13  გადაწყვეტილებაში   შპს ”მეგა ტვ”-ისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ და აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1.  მიენიჭოს  შპს   ”მეგა ტვ”-ის    სიხშირე   1045 მჰც ± 14მჰც,    2340 მჰც-ის  ნაცვლად, ქ.ქუთაისში  მობილური რადიოსარელეო  კავშირისთვის; 4430 მჰც± 14 მჰც  ქ.ქუთაისიდან (ზ.გამსახურდიას ქ. კორპუსი №13) ქ.ხონამდე (შპს ”მეგა ტვ”-ის სატელევიზიო გადამცემის განთავსების პუნქტი), სატელევიზიო სიგნალის მისაწოდებლად სტაციონალური რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით № B74  ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 31.12.2011);”

2.  აღირიცხოს შპს ”მეგა ტვ”-ისთვის  მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3.  საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”მეგა ტვ”-ისთვის  სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).

6.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის     შპს ”მეგა ტვ”-ისთვის  ჩაბარებისთანავე.                                                    

კომისიის თავმჯდომარე                                                                გ.არველაძე                                                         

კომისიის     წევრი                                                                               გ.ფრუიძე    

კომისიის    წევრი                                                                          ზ.ნონიკაშვილი

კომისიის    წევრი                                                                          კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                            ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები