შპს “ტექნონეტი”-ს და შპს “ვაიმაქს ჯორჯია”-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F47 და №F52 ლიცენზიების ნაწილობრივი გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2008
მიღების თარიღი ივნისი 13, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილით მიმართა შპს ”ტექნონეტ”-მა (23.05.2008 წ №6/1060-08), და წარმოუდგინა შპს “ვაიმაქს ჯორჯიას”-თან 2008 წლის 23 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F47 და №F52 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტექნონეტი”ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის შემდეგ ლიცენზიებს:
ლიცენზია №F47, გაცემული კომისიის 2007 წლის 27 აპრილს №220/5 გადაწყვეტილების საფუძველზე, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული ზოლები: 2200 მჰც ÷ 2299 მჰც და 2350 მჰც ÷ 2382 მჰც უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.თბილისში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 05.05.2016-მდე;
გ) უზრუნველყოს შპს „ტექნონეტმა“ 2200 მჰც ÷ 2299 მჰც და 2350 მჰც ÷ 2382 მჰც რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
ლიცენზია №F52, კომისიის 2007 წლის 25 მაისს №227/5 გადაწყვეტილების საფუძველზე, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2282 მჰც-დან 2300 მჰც-მდე და 2350 მჰც-დან 2382 მჰც-მდე სიხშირულ ზოლში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2007 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 18 იანვრამდე;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) უზრუნველყოს შპს „ტექნონეტმა“ 2282 მჰც-დან 2300 მჰც-მდე და 2350 მჰც-დან 2382 მჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
როგორც შპს ”ტექნონეტ”-ის განცხადებაშია აღნიშნული, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F47 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი, კერძოდ 2350 მჰც - 2382 მჰც სიხშირული დიაპაზონი უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისათვის, გეოგრაფიული ზონა ქ.თბილისი და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F52 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის ნაწილი 2350 მჰც-დან 2382 მჰც-მდე სიხშირული დიაპაზონი უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) ჩადებულ იქნას შპს “ვაიმაქს ჯორჯიას”-ს (რეგისტრირებული ქ.თბილისის რეგიონული ცენტრის მიერ 2008 წლის 15 მაისს რეგისტრაციის №205253982) საწესდებო კაპიტალში და შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს ზემოაღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების გადაპირების წესით გადაცემას შპს “ვაიმაქს ჯორჯია”-ზე.
კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ №F47 და №F52 ლიცენზიების ნაწილობრივი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, რომ შპს ”ტექნონეტი”-ს კუთვნილებაში არსებული №F47 და №F52 ლიცენზიები ნაწილობრივი გადაპირების წესით გადაეცეს შპს “ვაიმაქს ჯორჯია”-ს.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის №F47 ლიცენზიის გამოეყოს 2350 მჰც-დან 2382 მჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება ცალკე ლიცენზიად, მიენიჭოს №F66 და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
”ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2350 მჰც ÷ 2382 მჰც სიხშირული დიაპაზონში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.თბილისში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 05.05.2016-მდე;
გ) უზრუნველყოს შპს „ვაიმაქს ჯორჯია“-მ 2350 მჰც ÷ 2382 მჰც რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად”.
2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის №F66 მფლობელად განისაზღვროს შპს “ვაიმაქს ჯორჯია”.
3. შპს ”ტექნონეტი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F47 ლიცენზიას მიენიჭოს № F67 და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
”ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2200 მჰც ÷ 2299 მჰც სიხშირული დიაპაზონში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.თბილისში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 05.05.2016-მდე;
გ) უზრუნველყოს შპს ”ტექნონეტ“-მა 2200 მჰც ÷ 2299 მჰც რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად”.
4. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის №F52 ლიცენზიის გამოეყოს 2350 მჰც-დან 2382 მჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება ცალკე ლიცენზიად, მიენიჭოს №F68 და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2350მჰც-დან 2382 მჰც-მდე სიხშირულ ზოლში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2007 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 18 იანვრამდე;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) უზრუნველყოს შპს “ვაიმაქს ჯორჯია”-მ 2350 მჰც-დან 2382 მჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
5. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის №F68 მფლობელად განისაზღვროს შპს “ვაიმაქს ჯორჯია”.
6. შპს ”ტექნონეტი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F52 ლიცენზიას მიენიჭოს №F69 და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2282 მჰც-დან 2300 მჰც-მდე სიხშირულ ზოლში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2007 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 18 იანვრამდე;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) უზრუნველყოს შპს „ტექნონეტმა“ 2282 მჰც-დან 2300 მჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტებს (მ.ქადეიშვილი; რ.ქურდაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსს (გ.ბუთბაია).
კომისიის წევრები:
ს.ბრიტანჩუკი
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
კ.კვიტაიშვილი
