სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.თბილისში, ქ.რუსთავში და ქ.ფოთში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვებულების გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 02, 2008
მიღების თარიღი ივნისი 20, 2008
ა) 493XXX - 494XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისში;
- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა - 4000 (ოთხი ათასი) ლარით;
- აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 200 (ორასი) ლარი;
ბ) 130XXX - 131XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.რუსთავში;
- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა - 4000 (ოთხი ათასი) ლარით;
- აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 200 (ორასი) ლარი;
გ) 47XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.ფოთში;
- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა - 2000 (ორი ათასი) ლარით;
- აუქციონის ბიჯი შეადგენა - 100 (ასი) ლარი;
ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 23 მაისის 17:00 საათი, ხოლო აუქციონების ჩატარების თარიღად - 2008 წლის 20 ივნისის 13:00 საათი.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა:
ა) ქ. თბილისში 493XXX - 494XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად:
1. შპს ”საქტელკომ პლუსი” - 19.05.2008 №11/18-08;
2. შპს ”ვიტელ ჯორჯია” – 20.05.2008 №11/19-08;
3. შპს ”ახალი ქსელები”- 22.05.2008 №11/21-08
4. შპს ”ჰაიკომი” – 23.05.2008 №11/22-08;
5. შპს ”სერვისლაინი” – 23.05.2008 №11/23-08;
6. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომაპნია” – 23.05.2008 №11/25-08
ბ) ქ.რუსთავში 130XXX - 131XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად:
1. შპს ”ვიტელ ჯორჯია” – 20.05.2008 №11/19-08;
2. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომაპნია” – 23.05.2008 №11/25-08;
გ) ქ.ფოთში 47XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად:
1. შპს ”ვიტელ ჯორჯია” – 20.05.2008 №11/19-08;
2. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომაპნია” – 23.05.2008 №11/25-08;
კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონები გაიმართა 2008 წლის 20 ივნისის კომისიის სხდომაზე.
1. კომისია აღნიშნავს, რომ ქ. თბილისში 493XXX - 494XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონზე არ გამოცხადდა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად კომპანია მოიხსნა აუქციონიდან.
აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, ჩატარდა წილისყრა, კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად, შპს ”საქტელკომ პლუსის” წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №2, შპს ”ვიტელ ჯორჯიას” წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №4, შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №1, შპს ”ჰაიკომი”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №3, შპს ”სერვისლაინი”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №5.
პირველი, რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 4000.00 ლარს + ერთი ბიჯი - 200.00 ლარი) დააფიქსირა შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენელმა. აუქციონის მსვლელობისას, შპს ”ახალი ქსელები”-ს წარმომადგენელმა 31-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შპს ”სერვისლაინმა” 34-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შპს ”საქტელკომ პლუსის”-ს წარმომადგენელმა 52-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შპს ”ჰაიკომი”-ს მიერ ბოლოს დასახელებულ იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 132 (ას ოცდათორმეტი) ბიჯი, რის შემდეგაც შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს მიერ დამატებულ იქნა კიდევ ერთი ბიჯი. შპს ”ჰაიკომი”-ს წარმომადგენელმა 134-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 133 (ას ოცდაცამეტი) ბიჯი, სულ 30,600.00 (ოცდაათი ათას ექვსასი) ლარი დააფიქსირა შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს წარმომადგენელმა.
2. კომისია აღნიშნავს, რომ ქ.რუსთავში 130XXX - 131XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონზე არ გამოცხადდა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომპანია მოიხსნა აუქციონიდან. შესაბამისად, აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს წარმომადგენელმა. “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს წარმომადგენელმა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის - 4,200.00 (ოთხი ათას ორასი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
3. კომისია აღნიშნავს, რომ ქ.ფოთში 47XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონზე არ გამოცხადდა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად კომპანია მოიხსნა აუქციონიდან. შესაბამისად, აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს წარმომადგენელმა. “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს წარმომადგენელმა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის - 2,100.00 (ორი ათას ასი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ქ. თბილისში 493XXX - 494XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ვიტელ ჯორჯია”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 30,600.00 (ოცდაათი ათას ექვსასი) ლარი.
2. უზრუნველყოს შპს ”ვიტელ ჯორჯია”-მ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს 9,180.00 – (ცხრა ათას ას ოთხმოცი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 400.00 (ოთხასი) ლარი ანუ 8,780.00 (რვა ათას შვიდას ოთხმოცი) ლარის გადახდა, 2008 წლის 20 ივლისამდე, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (21,420 - ოცდაერთი ათას ოთხას ოცი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს, ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. ქ.რუსთავში 130XXX - 131XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ვიტელ ჯორჯია”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 4,200.00 (ოთხი ათას ორასი) ლარი.
5. უზრუნველყოს შპს ”ვიტელ ჯორჯია”-მ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს 1,260.00 – (ერთი ათას ორას სამოცი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 400.00 (ოთხასი) ლარი ანუ 860.00 (რვაას სამოცი) ლარის გადახდა, 2008 წლის 20 ივლისამდე, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
6. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (2,940.00 - ორი ათას ცხრაას ორმოცი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს, ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
7. ქ.ფოთში 47XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ვიტელ ჯორჯია”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 2,100.00 (ორი ათას ასი) ლარი.
8. უზრუნველყოს შპს ”ვიტელ ჯორჯია”-მ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს 630.00 – (ექვსას ოცდაათი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 200.00 (ორასი) ლარი ანუ 430.00 (ოთხას ოცდაათი) ლარის გადახდა, 2008 წლის 20 ივლისამდე, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
9. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (1,470.00 - ათას ოთხას სამოცდაათი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს, ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
10. აუქციონში გამარჯვებულები ვალდებულინი არიან რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინონ გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულთათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
11. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
12. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
13. დაევალოს კომისიის აპარატის პრესმდივანს (ხ.ყურაშვილი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
14. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
15. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
16. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);
17. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის წევრები:
ს.ბრიტანჩუკი
ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
