ერთი მხრივ, შპს ‘’ინტელ ფონისა’’ და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2008
მიღების თარიღი ივნისი 20, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ‘’ინტელ ფონმა’’ (29.05.08; №6/1099-08), სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების არ გაფორმებასთან დაკავშირებით.
დავის საგანს წარმოადგენს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების არ გაფორმება.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში, შპს ‘’ინტელ ფონი’’ აღნიშნავს, რომ 2008 წლის 10 აპრილს კომისიის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსები 492XXX და 8040. აღნიშნული რესურსის ათვისებისა და სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, კომპანიამ წერილობით მიმართა ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ურთიერჩართვის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რასაც ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდა არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ეს კი შეუძლებელს ხდის შპს ‘’ინტელ ფონის’’ მიერ პრაკტიკული საქმიანობის განხორციელებას.
მოთხოვნები:
1. სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” დროულად უზრუნველყოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება.
კომისიამ, იმსჯელა რა განსახილველი საკითხის დასაშვებობასთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ აღნიშნული დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილებაში და შესაბამისად, მიზანშეწონილია დავის განხილვის დღის დანიშვნა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ‘’ინტელ ფონის’’ განცხადების ასლი გადაეგზავნა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” (წერილი16.06.08; № 03/1096-08), მხარეს ეცნობა მოსამზადებელი სხდომის ჩანიშვნის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედაგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს, ერთი მხრივ, შპს ‘’ინტელ ფონის’’ და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვა 2008 წლის 27 ივნისს, 16:00 საათზე;
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს (გ. თარაშვილი).
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
ს.ბრიტანჩუკი
