შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2008
მიღების თარიღი ივნისი 20, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინმა” 2008 წლის 4 ივნისს განცხადებით მიმართა კომისიას, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს ”კავკასუს ონლაინი” აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისადმი” გაგზავნილ იქნა მომსახურების გაწევაზე 3 (სამი) მიმართვა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების დაზიანებული ნაწილის გამოცვლასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარებაზე შესაბამისი ნებართვის გაცემის თაობაზე, რომლებზეც მოპასუხე მახარეს არ გაუცია პასუხი.
მოთხოვნები:
1) დაავალოს კომისიამ მოპასუხე მხარეს შეუზღუდავად და უპირობოდ განახორციელოს მათ მიერ გადაგზავნილ მიმართვებში ასახული მოთხოვნების შესრულება;
2) დაევალოს მოპასუხე მხარეს უმოკლეს ვადებში განახორციელოს ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების, თანალოკაციის ფართის იჯარისა და მასთან დაშვების ხელშეკრულების გაფორმება იმ მომსახურებათა უზრუნველსაყოფად, რომლითაც დღეის მდგომარეობით სარგებლობს შპს ”კავკასუს ონლაინი”;
3) საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის გადაწყვეტილებების დარღვევისათვის, კომისიამ დააკისროს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმუმი;
4) გადაწვეტილება მიქცეულ იქნას დაუყონებლივ აღსრულებისათვის.
აღნიშნულ საკითხზე, 2008 წლის 20 ივნისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”კავკასუს ონლაინის” მხრიდან გ. ჭელიძე და ვ. ცეცხლაძე, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან - ლ. გიორგაძე. აღნიშნულ სხდომაზე, განმცხადებელმა დაადასტურა წერილში აღნიშნული პოზიცია და წარმოადგინა დამატებით დაზუსტებული მოთხოვნები, კერძოდ, სს”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”:
1) დაევალოს 2007 წლის 01 აპრილის №298 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
2) დაევალოს ურთიერთობა აწარმოოს არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში, ვიდრე არ იქნება გაფორმებული ახალი ხელშეკრულება;
3) დაუდგინდეს სახელშეკრულებო ურთიერთობათა იმგვარი პირობები, რაც უზრუნველყოფს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ეფექტიანი კონკურენციის ჩამოყალიბებას.
კომისია აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარემ უარყო შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნების შეუსრულებლობის ფაქტები, ხოლო დამატებითი მტკიცებულებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვა 2008 წლის 27 ივნისს 16:00 საათზე;
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს (გ. ხოჯევანიშვილი).
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილება ამოქმედდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
წევრები:
კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
გ. ფრუიძე
ს. ბრიტანჩუკი
