წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 41 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 349 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2008

მიღების თარიღი ივნისი 20, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 20 ივნისის N 41 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17, მე-18 და მე-19 პუნქტების, აგრეთვე კომისიის 2008 წლის 20 ივნისის № 41 სხდომაზე გამოთქმული დავალებების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს N 41 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-6 საკითხი (სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირების თაობაზე) მ/წლის 27 ივნისის კომისიის № 43 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. დამატებით შეტანილ იქნეს  N 41 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 3 (სამი) საკითხი:

ა) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე);

ბ) შპს ”თანადგომა-KT”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე);

გ) შპს ”შავი ზღვის ტელეკომის” დაჯარიმების შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე).

3.  დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 20 ივნისის N 41 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

  კომისიის თავმჯდომარე                                                         გ. არველაძე           

                  კომისიის წევრი                                                         ს. ბრიტანჩუკი                                                

                  კომისიის წევრი                                                          ზ. ნონიკაშვილი    

                 კომისიის წევრი                                                           გ. ფრუიძე     

                 კომისიის წევრი                                                           კ. კვიტაიშვილი                                                       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები