წვდომის მენიუ

შპს “უშიშროების სამსახური ორბი-1”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 351 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 02, 2008

მიღების თარიღი ივნისი 20, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”უშიშროების სამსახურმა ორბი-1”-მა  (რეგისტრირებული ქ. ფოთის  საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. №239887734) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/200-08; 28.05.08) ქ.სენაკში და ქ. ფოთში (დაცვთი საქმიანობისთვის) დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”უშიშროების სამსახურს ორბი-1”-ს ერთი წლის ვადით 403.825 მჰც, 409.325 მჰც სიხშირეები ქ. ფოთში და 405.550 მგც, 411.150 მჰც  სიხშირეები (ზოლის სიგანე 25 კჰც) ქ. სენაკში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს ”უშიშროების სამსახური ორბი-1”-სთვის მინიჭებული სიხშირეები  კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.  კანონმდებლობის    ცვლილების    შპს ”უშიშროების სამსახური ორბი-1”-სთვის  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”უშიშროების სამსახური ორბი-1”-სთვის  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                               გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი         

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები