წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 30 მაისს №296/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 357 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 09, 2008

მიღების თარიღი ივნისი 27, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ  ”ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ხარჯებზე ორიენტირებული ზღვრული ტარიფების განსაზღვრისა და 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 და 2007 წლის 17 აპრილის №191/9 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების პირობების დაკონკრეტების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” კომისიის 2008 წლის 30 მაისს №296/23  გადაწყვეტილებით, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22 და 2007 წლის 17 აპრილის №191/9 გადაწყვეტილებებით  დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტებისთვის, კერძოდ  ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ხარჯებზე ორიენტირებული ზედა ზღვრული ტარიფების ოდენობის განსაზღვრის მიზნით.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საკითხის საჯარო მოსმენა დანიშნული იყო 2008 წლის  27   ივნისს 12:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ უნდა ყოფილიყო, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

 კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაევალა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, საკანალიზაციო არხებთან დაშვების მომსახურების 2006-2007 წლის განაწილებული დანახარჯების და ეკონომიკური მონაცემების კომისიისთვის წარმოდგენა  საჯარო მოსმენის სხდომის დღემდე. 2008 წლის 24 ივნისს, კომისიაში შემოვიდა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/1325-08), რომელშიც მხარე, საკითხის სირთულის და წარმოსადგენი ინფორმაციის მოცულობის გამო, მოითხოვს ზეპირი მოსმენის დღის გადადებას ორი კვირით. 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ,   კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად 

გადაწყვიტა:

1.  შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2008 წლის 30 მაისს №296/23  გადაწყვეტილებიის სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტში და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2008 წლის 11 ივლისს 12:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში”;

2.  გამოქვეყნდეს ცნობა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის”  ხარჯებზე ორიენტირებული ზედა ზღვრული ტარიფების ოდენობების განსაზღვრის მიზნით, საკითხის ზეპირი მოსმენის ახალი თარიღის განსაზღვრის შესახებ;

3.გადაწყვეტილების ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია).

5. გადაწყვეტილება ძალაშია მისი კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნების მომდევნო სამუშაო დღიდან.

კომისიის წევრი                                                                               ს. ბრიტანჩუკი  

კომისიის წევრი                                                                              გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                               კ. კვიტაიშვილი   

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები