ერთი მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და მეორე მხრივ, შპს ‘’მაგთიკომსა’’ და შპს ’’ჯეოსელს’’ შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 17, 2008
მიღების თარიღი ივნისი 27, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” (28.03.08; №6/593-06), შპს ‘’მაგთიკომისა’’ და შპს’’ჯეოსელის’’ მიერ თანალოკაციის ფართზე არ დაშვების საკითხის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანს წარმოადგენს: შპს ‘’მაგთიკომისა’’ და შპს’’ჯეოსელის’’ მიერ მათ კუთვნილ ანძებზე აპარატურის (თითოეულ ანძაზე სამი სექტორული ანტენისა და ერთი რადიოსარელეო სისტემის) არ განთავსება.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია’’ აღნიშნავს, რომ 2007 წლის 25 ოქტომბერს წერილობით მიმართა შპს ’’მაგთიკომსა’’ და შპს ’’ჯეოსელს’’ მათ კუთვნილ ანძებზე აპარატურის (თითოეულ ანძაზე სამი სექტორული ანტენისა და ერთი რადიოსარელეო სისტემის) განთავსების მოთხოვნით, შემდეგ გეოგრაფიულ ზონებში: შპს ‘’მაგთიკომს’’ - ლაგოდეხი, ასპინძა, გაჩიანი, გრაკალი და გომი, ხოლო შპს ’’ჯეოსელს’’- ყვარელი, ლაგოდეხი, ასპინძა, გრაკალი, გარდაბანი და გომი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზემოხსენებულ წერილებზე შპს ’’ჯეოსელს’’ პასუხი არ გაუცია, ხოლო შპს ’’მაგთიკომმა’’ 2007 წლის 15 ნოემბრის წერილით №216-2 განმარტა, რომ მათ არ გააჩნიათ თავისუფალი რესურსის გამოყოფის შესაძლებლობა, ვინაიდან მომავალში აპირებენ პროექტების განხორციელებას აღნიშნული თავისუფალი რესურსის გამოყენებით.
მოთხოვნები:
1. შპს ’’მაგთიკომის’’ მიმართ გამოყენებულ იქნას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;
2. დაევალოს შპს ’’მაგთიკომს’’, მათ კუთვნილ ანძებზე სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის’’ აპარატურის (თითოეულ ანძაზე სამი სექტორული ანტენისა და ერთი რადიოსარელეო სისტემის) განთავსება შემდეგ გეოგრაფიულ ზონებში: ლაგოდეხი, ასპინძა, გაჩიანი, გრაკალი და გომი;
3. შპს ’’ჯეოსელის’’ მიმართ გამოყენებულ იქნას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;
4. დაევალოს შპს ’’ჯეოსელს’’, მათ კუთვნილ ანძებზე სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის’’ აპარატურის (თითოეულ ანძაზე სამი სექტორული ანტენისა და ერთი რადიოსარელეო სისტემის) განთავსება შემდეგ გეოგრაფიულ ზონებში: ყვარელი, ლაგოდეხი, ასპინძა, გაჩიანი, გრაკალი, გარდაბანი და გომი.
5. დადგენილ იქნეს შესაბამისი არადისკრიმინაციული ტარიფები მოთხოვნილ დაშვებებზე.
კომისიამ, იმსჯელა რა განსახილველი საკითხის დასაშვებობასთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ აღნიშნული დავის განხილვა მოთხოვნილ პირველ ოთხ პუნქტში შედის კომისიის უფლებამოსილებაში და შესაბამისად, მიზანშეწონილია დავის განხილვის დღის დანიშვნა, ხოლო რაც შეეხება მეხუთე მოთხოვნას იგი დავის საგანი არ შეიძლება იყოს, ვინაიდან მოდავე კომპანიებს შორის სატარიფო საკითხებზე ჯერ არ მომხდარა შეთანხმება. შესაბამისად, კომისია ვერ იმსჯელებს იმაზე, რაც ჯერ დავის საგანი არ გამხდარა
კომისიამ დამატებით დამატებით აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის’’ განცხადება თანდართული მასალებით გადაეგზავნა შპს ’’მაგთიკომს’’ (წერილი №03/984-08, 30.05.2008) და შპს ’’ჯეოსელს’’ (წერილი №03/986-08, 30.05.2008)
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედაგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს, ერთი მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და მეორე მხრივ, შპს ’’მაგთიკომსა’’ და შპს ’’ჯეოსელს’’ შორის დავის განხილვა 2008 წლის 4 ივლისი, 16:00 საათზე;
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს (გ. თარაშვილი).
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის წევრები:
ს.ბრიტანჩუკი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
