საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 43 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 06, 2008
მიღების თარიღი ივნისი 27, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 27 ივნისის N 43 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. დამატებით შეტანილ იქნეს N 43 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 4 (ოთხი) საკითხი:
ა) შპს ”საქართველოს რკინიგზისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე);
ბ) შპს ”ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე);
გ) შპს ”ომეგას” № B 61 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ვ.შუღლიაშვილი);
დ) შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯიასთვის” ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
2. დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 27 ივნისის N 43 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
