წვდომის მენიუ

შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 362 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2008

მიღების თარიღი ივნისი 27, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” (სახელმწიფო რეგისტრაციის №5/4-3396, 2002 წლის 12 ნოემბერი) კომისიას მიმართა განცხადებით №17/03-2565, 18.06.08, კომისიის გადაწყვეტილებებით №315/13,13.06.07 და №660/19, 02.11.07 მინიჭებული სიხშირეების, ახალი ვადით მინიჭების მოთხოვნით. ამავე განცხადებით,  შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” კომისიას მიმართა თხოვნით, მინიჭებული სიხშირეებიდან ერთი წყვილი სიხშირის  (22526.0მჰც ± 14მჰც და  23534.0მჰც ± 14მჰც)  არსებულ მონაკვეთზე,  (ქვესადგური ქუთაისი-220 - ვარციხეჰესი-1) გამოყენებულ სიხშირესთან ერთად, პარალალურად გამოყენებისთვის.      

  კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის”  მიერ, მინიჭებული სიხშირეები: 17920.0მჰც ± 14მჰც და 18930.0მჰც ± 14მჰც;    17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც; 22414.0მჰც ± 14მჰც და  23422.0მჰც ± 14მჰც;  22526.0მჰც ± 14მჰც; და  23534.0მჰც ± 14მჰც; 8293.0მჰც ± 14მჰც და 8412.0მჰც ± 14მჰც გამოიყენება  ენერგოობიექტებს შორის, მონაკვეთებზე დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

   კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის” სიხშირეების: 17920.0მჰც ± 14მჰც და 18930.0მჰც ± 14მჰც;  17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც; 22414.0მჰც ± 14მჰც და  23422.0მჰც ± 14მჰც;  22526.0მჰც ± 14მჰც; და  23534.0მჰც ± 14მჰც; 8293.0მჰც ± 14მჰც და 8412.0მჰც ± 14მჰც ახალი ვადით მინიჭება, რაც  გათვალისწინებულია, ენერგოობიექტებს შორის რადიოსარელეო კავშირისთვის და  გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით არაკომერციული მიზნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ,  კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას”  სიხშირეები 17920.0მჰც ± 14მჰც და 18930.0მჰც ± 14მჰც;    17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც; 22414.0მჰც ± 14მჰც და  23422.0მჰც ± 14მჰც;  22526.0მჰც ± 14მჰც; და  23534.0მჰც ± 14მჰც; 8293.0მჰც ± 14მჰც და 8412.0მჰც ± 14მჰც  ენერგოობიექტებს  შორის  მონაკვეთებზე:

ა)   ქვესადგური ზუგდიდი-220 - ელსადგური ენგურჰესის ანძა

       8293.0მჰც ± 14მჰც და 8412.0მჰც ± 14მჰც  გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს

       500 მილივატისა;

ბ)   ელსადგური ენგურჰესის ანძა   - ელსადგური ენგურჰესის ადმ. შენობა

      17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც;

 გ)  ქვესადგური ქუთაისი-220 - ვარციხეჰესი-4

      17920.0მჰც ± 14მჰც და 18930.0მჰც ± 14მჰც; 

დ)   ვარციხეჰესი-4      -      ვარციხეჰესი-3

      17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც;

 ე)   ქვესადგური ზესტაფონი-500 - ქვესადგური ფერო-220 

       22414.0მჰც ± 14მჰც და  23422.0მჰც ± 14მჰც;

 ვ)  ქვესადგური ქუთაისი-220 - ვარციხეჰესი-1

        22414.0მჰც ± 14მჰც და  23422.0მჰც ± 14მჰც;

        22526.0მჰც ± 14მჰც და  23534.0მჰც ± 14მჰც;

 ზ)  ვარციხეჰესი-1     -     ვარციხეჰესი-2

       22526.0მჰც ± 14მჰც და  23534.0მჰც ± 14მჰც;

რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 200 მილივატისა,  ერთი წლის ვადით;

2.    აღირიცხოს შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის  უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.  საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში,ს შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის”  სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს   (ს.შავგულიძე);

6. გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  ამ  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის”  ჩაბარებისთანავე.                                            

კომისიის თავმჯდომარე                                                                გ.არველაძე                                                          

კომისიის     წევრი                                                                       გ.ფრუიძე

კომისიის    წევრი                                                                       კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                      ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები