წვდომის მენიუ

შპს “საქართველოს რკინიგზის ფილიალის ხაშურის სავაგონო დეპოსთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 365 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2008

მიღების თარიღი ივნისი 27, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “საქართველოს რკინიგზის ფილიალის ხაშურის  სავაგონო დეპომ” (რეგისტრაციის № 65/4-150 ფ) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/225-08; 13.06.08) ქ. ხაშურში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “საქართველოს რკინიგზის ფილიალის ხაშურის  სავაგონო დეპოს” ერთი წლის ვადით  169.575 მჰც სიხშირეები ქ. ხაშურში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს “საქართველოს რკინიგზის ფილიალის ხაშურის  სავაგონო დეპოსთვის” მინიჭებული სიხშირე  კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.  კანონმდებლობის   ცვლილების  შემთხვევაში შპს “საქართველოს რკინიგზის ფილიალის ხაშურის  სავაგონო დეპოსთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

6.      გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “საქართველოს რკინიგზის ფილიალის ხაშურის  სავაგონო დეპოსთვის”    ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი         

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები